რეზონანსი
19.04.2024

დეა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატს, გოჩა ენუ­ქი­ძეს 2023 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლედ ჰყავს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, წერს, რომ 10 წე­ლია, რაც დე­პუ­ტა­ტის ცოლი აღარ არის. ეს კი მან სა­კუ­თა­რი ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ის გან­მარ­ტე­ბის­თვის და­წე­რა.

„არა რუ­სულ კა­ნონს! არა რუ­სეთს! ამ ზარ­ზე ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი! თუმ­ცა, რად­გა­ნაც ჩემს პო­ზი­ცი­ას და პოსტს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მინ­და გან­გი­მარ­ტოთ, რომ მე და გოჩა ენუ­ქი­ძე 10 წელ­ზე მე­ტია არ ვართ ცოლ-ქმა­რი, შე­სა­ბა­მი­სად გან­სჯის სა­გა­ნიც ვერ იქ­ნე­ბა." - წერს ის.

გოჩა ენუ­ქი­ძე ერთ-ერ­თია მათ შო­რის, ვინც რუ­სულ კა­ნონს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

რაჭა-ლე­ჩხუმ სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი გოჩა ენუ­ქი­ძე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა უნდა გი­თხრათ, რომ ის უკვე ოთხგზის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

ოთხჯერ­ვე მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­ლდათ... პირ­ველ 2 შემ­თხვე­ვა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლად შე­ვი­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, შემ­დეგ კი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს.

მისი „მა­რა­დი­უ­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბის" სა­ი­დუმ­ლო კი მის ქო­ნე­ბა­შია. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, გოჩა ენუ­ქი­ძის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 5 181 800 ლა­რია. ის, რო­გორც წესი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ერთ-ერთი მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლია ხოლ­მე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×