რეზონანსი
20.04.2024

მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, საზოგადოების ნაწილი თითქმის ორად გაყო. კანონპროექტს ახალგაზრდების ნაწილიც აპროტესტებს. გუშინ მათი ნაწილი მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართნენ, სადაც დადეს ფიცი, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ვერ მიიღებს.

სწორედ აღნიშნული მსვლელობის ვიდეოს აზიარებს მომღერალი ლელა წურწუმია და წერს, რომ კანონის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან მას მთელი საქართველოს ახალგაზრდობა ეწინააღმდეგება.

„რაღა აზრი აქვს მაგ კანონის მიღებას, როცა მთელი საქართველოს ახალგაზრდობა, თქვენი ოჯახის წევრებიც კი არ გეთანხმებიან…?

მაგრამ, ერთ რაღაცაში მნიშვნელოვანი მაინც გააკეთეთ!!!

ეს კანონი რომ არ შემოგეგდოთ, ამ სიამოვნებას და სიხარულს, ალბათ დიდი ხანი ვერ ვნახავდით…

ამათ ვერ დაშლით ვერასოდეს“, – წერს ლელა წურწუმია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×