გიორგი ყიფშიძე, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოკლე ვიდეოებს აქვეყნებს. მსახიობი დეტალურად ლაპარაკობს მის პოლიტიკურ არჩევანზე, მიმდინარე აქციებზე და იმ პრეტენზიებზე, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობასთან აქვთ. გიორგი ყიფშიძე ასევე ამბობს, რომ თბილისის მერობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და რამდენიმე წელიწადში კენჭს იყრის.
"გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე, ვეხვეწები, გამოდი მანდედან, შარია-მეთქი. რამე რომ მოუვიდეს, შაჰიდის ქამარს გავიკეთებ და ვისაც გადავეყრები, ალაჰ აკბარს ვეტყვი...
ოღონდ მიტინგზე არ დავინახო ეს აფერისტი პოლიტიკოსები. არ გამოვიდნენ სიტყვით, მელია, შმელია და ვიღაცები. მაგათ ჰგონიათ, რომ ამათ რომ ჩამოვაგდებთ, ესენი მოვლენ. პირდაპირ ვიტყვი, "ნაცები" არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუ ვინმე მოსასვლელია, მოვა "გირჩი"...
აქვე მინდა ვთქვა, მე მინდა, გავხდე თბილისის მერი. ბავშვობიდან "მევასებოდა" და მესიზმრებოდა დედაქალაქის მერობა, მგონია, რომ ამ ქალაქს დავალაგებ, ისე, რომ არცერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება. კახა კალაძემ რა ქნა, თავი მოიჭრა. არ არის მაგის საქმე.
ჩავდგები ფორმაში, მივიღებ ცოდნა, რაც ამისთვის საჭიროა და მერე ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი მერი იქნება დედაქალაქის. ჯერ ახალგაზრდა ვარ მერობისთვის 46 წლის ვარ. 50 წელს მივუკაკუნებ, მოვწესრიგდები და დავლაგდები", - ამბობს გიორგი ყიფშიძე ვიდეოებში.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე