რეზონანსი
26.04.2024

"იმიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა  ნოე ტარიელაძე. გუშინ ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 3 წლის ნოე ტარიელაძე.

ტრაგედია დატრიალდა  ზეცაში გაფრინდა პატარა 3 წლის ანგელოზი... ვუსამძიმრებ ჩემს ბათუმს.

ეეჰ გული გამიჩერდა...

როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ანგელოზის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსნიოთ, ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ.

რა დანაშაული გვაქვს ამისთანა ღმერთი ასეთი რომ გვსჯის. ან რატომაა  ცხოვრება ასე ულმობელი, თვალით ნანახ ანგელოზს რომ წაართმევს...

მთელი ცხოვრება ასეთი დიდი ტკივილით მაინც ცხოვრობენ მშობლები... 

ყველა დედას გეფერებით და გამძლეობას გისურვებთ, ვისაც ღმერთმა ასეთი სატანჯველი მოგივლინათ, მარადიული სასუფეველი პატარა ნოეს უმანკო სპეტაკ სულს.

ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ.....

არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ......

ღმერთმა მისცეს მის დედა-მამას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ...", - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×