სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    26.09.2014

    ფარული მოსმენების და მიყურადების საკითხზე მიმდინარე კონსულტაციებისას კვლავ გადაუჭრებყლი რჩება მთავარი - ვის ხელში იქნება მოსმენების ე.წ. გასაღები. შსს-ს აზრით, "გასაღები" უნდა დარჩეს შსს-ში, გარე კონტროლის მექანიზმი კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება.

    "უნდა გაძლიერდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო როლი, ეს გარე კონტროლის მექანიზმი ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში ყველა ინფორმაციის გადაცემას ინსპექტორისთვის და შესაბამისად, ჩნდება ინსპექტორის მხრიდან უკვე ინფორმაციის გაკონტროლების და ზედამხედველობის შესაძლებლობა", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ.

    ევროსაბჭოს ექსპერტები კი ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ახალ მოდელს - ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ. მათი თქმით, თუ ფარული მოსმენა-მიყურადების გასაღები შსს ექნება, კერძო პროვაიდერს ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს მეორე გასაღები გადაეცეს. მათი შეფასებით, ამგვარი მექანიზმი უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად უზრუნველყოფს.

    "ერთგაასაღებიანი სისტემა მისაღები არ არის. ჩვენი რჩევაა, იყოს ერთზე მეტი გასაღები. მეორე გასაღები უნდა იყოს სხვის ხელში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში.

    "მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე - მართლაც გაიცა თუ არა. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი, სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, სადაც მეორე გასაღები შეინახება", - განაცხადა ჯოზეფ კანატაჩიმ.

    უნდა დარჩეს თუ არა ე.წ. გასაღები შს სამინისტროს? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ია მეტრეველი  (ფონდი "ქომაგის" დამფუძნებელი): "დიახ, უნდა დარჩეს და იმედი მაქვს ყველაფერს კანონიერად გააკეთებენ. უკანონო მოსმენები მიუღებელია. რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ ფარული ჩანაწერებით და მოსმენებით, ამის გამოერება აღარ გვინდა. ეს არის ადამიანების უფლებების დარღვევის ყველაზე დიდი პრეცედენტი.

    "ასევე მინდა შს სამინისტროს ვუთხრა, რომ ყოვლად დაუშვებელია "ნაციონალურ მოძრაობას" ისევ ჰქონდეს ეს აპარატურა, უსმენდნენ ხალხს და იმეორებდნენ იგივეს, რასაც აკეთებდნენ მანამდე. ჭიკაიძის უწყებამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და ეს აპარატები უნდა დაიბრუნოს აუცილებლად."

     

     გიორგი ოთხმეზური (ისტორიკოსი):  "ე.წ. გასაღები უნდა ჰქონდეს ორივეს და ეს მიღწეული უნდა იქნას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ფარულ მოსმენებს უნდა აკონტროლებდეს ერთი მხარეც და მეორეც. თუმცა, ერთმანეთის ნებართვის გარეშე არ უნდა შეძლოთ ამის განხორციელება."

     

     

     

     იური მეჩითოვი  (ფოტოგრაფი): "სამართლებრივი ბრძოლის სივრცე შინაგან საქმეთა სამინიტროს ხელშია, შესაბამისად გასაღებიც მათ უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში უნდა ვენდოთ და თუ არ გაამართლებს, მაშინ გადავარჩიოთ მთვარობა. ახლა ყველაფერი ნდობაზეა დამოკიდებული."

     

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "როცა სასამართლო გადაწყვეტს მოსმენას, მაშინ რა თქმა უნდა ეს კანონიერია, მაგრამ ამის გარეშე თუ მოუსმენენ, აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი. მოსმენა ხდება ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. თუ ვინმეს ეს მოსმენები ადამიანზე კოპრომატების შესაგროვებლად უნდა, ეს რა თქმა უნდა სუმდამბლობა და გარეწრობაა, მაგრამ მოსმენების გარეშეც გამოძიება ვერ მოხერხდება.

    "როცა გამოძიებას ხელთ უპყრია 70% მაინც დამაჯერებელი ცნობები ამ კაცის დამნაშავეობის შესახებ და ამ ბრალდებას გამართლება სჭირდება, მაშინ შესაძლებელია მოსმენები აწარმოოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურის ორგანოებმა, მაგრამ არა ისე გარეწრულად როგორც ამას წინა წლებში უშიშროების ორგანოები აწარმოებდნენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×