სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    22.05.2015

    ეროვნული ვალუტის კურსი გამყარდა - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2545 გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2545 ლარად იქნება შესაძლებელი.

    ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0689 ლარი შეადგინა.

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5151 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5794 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0643 ლარი შეადგინა.

    თქვენი აზრით, ლარის მკვეთრ გამყარებას რა იწვევს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): მე ეკონომისტი არ ვარ, თუმცა ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა, რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს. სასიკეთო ნაბიჯი რომ გადაიდგა, ფაქტია.

     

     

     ჯემალ ჭკუასელი  ("ერისიონის" სამხავრო ხელმძღვანელი): მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან კარგი რამ მოხდა. ლარი გამყარდა, თუმცა ვის ხარჯზე და როგორ, ვერ გეტყვით. სკეპტიკოსებს არ ვუსმენ და სერიოზული კაცს რამე კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგია, რომ ლარი მყარდება.

     

     

     

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ლარის ასე უცბად გამყარება, რა თქმა უნდა სასიხარულოა. საქართველოს მოსახლეობაში ამ გამყარებით ჩნდება იმედი იმისა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკურ პრობლემებს ხელი სერიოზულად მოჰკიდა.

    ბუნებრივია, ლარის განმტკიცება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს გაძლიერებას ხელს უწყობს. ამიტომ მისასალმებლად მიმაჩნია, რომ ლარის გამყარების პროცესი დაიძრა.

    ჩვენ ამას ხელისუფლება გვპირდებოდა, ამიტომ ურწმუნოთათვის ვაცხადებ, რომ ლარის გამყარების მიმართულებით ხელისუფლებას სწორი ნაბიჯი ჰქონდა გათვლილი. ყველაფერი ხელისუფლებაზე არ იყო დამოკიდებული იმიტომ, რომ ლარის გამყარება საგარეო და საშინაო ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

    მე მაქვს სრული იმედი, რომ ეს პროცესები შენარჩუნდება. 6 პუნქტი არაფერს არ ნიშნავს, უფრო დაბალ ნიშნულზე უნდა ჩამოვიდეს. შეიძლება იმ ნიშნულზე, რაც 1-2 წლის წინ იყო, არ ჩამოვიდეს, მაგრამ ექსპერტების გათვლებით, დაახლოებით 2-ის ფარგლებში უნდა დაიწყოს მერყეობა.

    უმჯობესი იქნებოდა, ძველ ნიშნულს დაბრუნებოდა, თუმცა ეს მსოფლიო პროცესია. შემდგომში კიდევ უფრო დაიწევს, მითუმეტეს ტურისტული სეზონი იწყება. ასევე საქართველოში ინვესტიციები შემოდის, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამყარებს.

     ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): ლარის გამყარების პროცესი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ყველაფერს, ლარიდან დაწყებული, ჩინოვნიკების დანიშვნით დამთავრებული, ყველაფერს სახელმწიფო წყვეტს. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად ლარის დაცემაში ეროვნული ბანკიც იყო ჩარეული. ეს იყო აფიორა, რომელშიც ეროვნული ბანკი ჩაერთო.

    იცით, როგორი რაღაც მოხდა? სიტუაცია ისე იყო გართულებული, რომ სახელმწიფო აპარატმა გამოძიება დაიწყო, კვლევა დაიწყეს, თუ რისი ბრალი იყო ლარის დაცემა. ამ დროს ეროვნულმა ბანკმა უკან დაიხია.

    ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ბანკები დაჯარიმდნენ იმიტომ, რომ აფიორას ჰქონდა ადგილი. ბანკების მხრიდან ასეთი რაღაც ხდება, ამიტომ სახელმწიფო ძლიერი უნდა იყოს. სახელმწიფომ ცალკეულ ბანკებს საშუალება არ უნდა მისცეს, რომ ასეთი ფაქტები განახორციელოს.

    სახელწიფოს თავისი ქვეყანა და ეს სტრუქტურები ხელში უნდა ეჭიროს, თავის ნებაზე თუ მიუშვა, ყველაფერს გაუბედავენ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×