სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    05.06.2015

    საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კომპლექსიანი, ოროსანი, ბოღმა და უნიჭოა" - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.

    მისი თქმით, საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება სწორედ ბიძინა ივანიშვილის "ახირებებს" უკავშირდება.

    "ივანიშვილს პირადი ბოღმა აქვს. ასეთია პირადი კომპლექსები, უნიჭო ადამიანის კომპლექსები, ოროსნის კომპლექსები ხუთოსნის მიმართ," - აღნიშნა სააკაშვილმა.

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს გამოეხმაურა და მას გაკოტრებული პოლიტიკოსი უწოდა.

    "სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია," - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის თაობაზე. "საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს, ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

    ეთანხებით, თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას და როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების პრესპექტივა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნოდარ ნათაძე  (ფილოლოგი): საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება არ შეიძლება იმიტომ, რომ ის სახელმწიფო დამნაშავეა. მიხეილ სააკაშვილი მრავალგზის სახელმწიფო მოღალატეა და უცხო ქვეყნის აგენტი.

     

     

     

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ამჟამად მისი დაბრუნების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. ქართული პოლიტიკური ტრადიცია გვეუბნება, რომ ვერც ზვიად გამსახურდია და ვერც შევარდნაძე უკან ვერ მობრუნდნენ.

    "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასოდეს ვერ მობრუნდება. ივანიშვილს ვეთანხმები, მიშას გამოსვლა ჰგავს ქარიშხალს ჭიქაში. მისი დაბრუნების 1%-იანი ალბათობაც კი არ არსებობს. "ნაციონალური მოძრაობა" თავისი გუნდით, იდეოლოგიითა და წარსულით ვერ მობრუნდება.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების პერსპექტივა, არ მგონია, რომ ჰქონდეს. რაც შეეხება ივანიშვილის ნათქვამს მის გაკოტრებაზე, საქართველოსთვის შეიძლება ასეცაა, თუმცა უკრაინისთვის ასე რამდენადაა, ვერ გეტყვით. მათ დაამტკიცეს, რომ ასე არ თვლიან. თუმცა საქართველოში ხალხის თვალში დამარცხდა.

    ხალხს რომ გაკოტრებულად არ მიეჩნია და შეცდომები ეპატიებინათ, ახლა ისევ იმ ადგილას იქნებოდა, სადაც იყო. ერთს კი ვიტყოდი, რომ საქართველოში მობრუნების პერსპექტივას მე ვერ ვხედავ, თუმცა მგონია, რომ უკრაინის მთავრობაში შეიძლება კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდეს.

     ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"):  მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები არასერიოზულია, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი მთავრობა და მეორე მხრივ, მათი რეალური ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი წარსულის ქექვას აგრძელებენ. ცდილობენ, ამომრჩეველი და მთელი საქართველოს მოსახლეობა 9 წელზე მუდმივი ლაპარაკით აცოცხლონ. ვხედავთ, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლა გვაქვს და არსად არ არის პროგრესი.

    ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს. ჩემი აზრით, ხალხი მომავალ არჩევნებზე თავად გააკეთებს არჩევანს, ვინ არის წარსულის პოლიტიკოსი და ვინ მომავლის. ასე რომ, ყველანაირი მსგავსი განცხადება უპასუხიმგებლობაა, მაგრამ თავის მხრივ, პოლიტიკურ პროცესების ნაწილს შეადგენს. საბოლოო ჯამში, არჩევანს მაინც ხალხი აკეთებს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    თამაზი   (22.06.2015)
    ლაპიაშვილი მოსყიდულია!!!

    გია   (09.06.2015)
    ლაპიაშვილი-ბოროტი სულია, გარეგნობაც შეცვლია, ავ სულს დამსგავსებია.

    bao   (05.06.2015)
    ლაპიაშვილი --- სულით და ხორცით მახინჯი!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved