სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (13.01.2017)

    "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა დატოვეს - პარტიიდან გასული წევრები საქმიანობას "ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ.

    პარტია დატოვეს 21-მა დეპუტატმა, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა, ასევე 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა.

    უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები.

    ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.

    "ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

    "ევროპული საქართველო" იქნება თუ არა "ნაცმოძრაობისგან" მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური ძალა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გოგი თორაძე (რეჟისორი): "არა მგონია, რომ მკვეთრად განსხვავებულები იყვნენ. იმიტომ, რომ მრწამსით და ხედვით ერთი გუნდი იყო. ახლა გაყოფით შინაგან აზროვნებას და სტრუქტურას ვერ შეცვლიან. ამით ამ პარლამენტს არავითარი შედეგი არ ექნება, რადგან მანდ კამათის და დავის გარდა არაფერი ხდება.

    ორი პარტია ერთმანეთს ებრძვის და მოსახლეობა უყურებს ამ ყველაფერს. ეს არის საბავშვო ბაღი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მათი მუშაობის შედეგი ნულია და ასეც გაგრძელდება."

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "მე ვფიქრობ, მათი დაპირისპირების ძირითადი მიზეზი იყო ხელმძღვანელობის ის მეთოდი, რაც ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა პარტიის ძირითადი ბირთვის მიმართ. თორემ, მსოფლმხედველობით და მიდგომებით ვფიქრობ, განსხვავებული პოლიტიკური ძალები მაინც არ იქნებიან."

     

     

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ლიდერები გაიყვნენ. თორემ, აზროვნება და ქვეყნის მიმართ მიდგომა ერთი და იგივე აქვთ. ახლა რამდენ ნაწილადაც უნდა გაიყვნენ, ჩემთვის მაინც დამნაშავე პარტიად დარჩებიან."

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტ): "ყოველ შემთხვევაში, თვითონ ისეთი პოზიცია უკავიათ, რომ უფრო შერბილებულ პოლიტიკას გაატარებენ. თუ მართლა ასეა, ძალიან კარგი. თუკი ადამიანს სურს, რომ ნაბიჯი უკეთესობისკენ გადადგას, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

    ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია დასკვნების გაკეთება, ჯერ ამ ყველაფერზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს. რაღაც ცოტა უცნაური თამაში მგონია."

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  ლოგიკურად თუ მივუდგებით, არ უნდა იყვნენ მკვეთრად განსხვავებული პარტიები. მაგრამ წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, ჯერ უნდა დავაკვირდეთ ექვსი თვე მაინც, რომელი ფრთა რას მოიმოქმედებს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (14.01.2017)
    li-s. etyoba shenc mdzgneri xar, imitom mogvxda unitezze da amdzgnerdi. sul egre amdzgnerebul-chamdzgnerebuli yofiliyavi. tavi mdzgnerad gaishifre da iarlikic airtyi.

    li   (14.01.2017)
    ფეკალური წარმოშობის გიორგი შენა ხარ! რაც შეეხება ბოკერია-უგულავას, როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო ამ ბიძოსთან გარიგებული ტიპების გროვას? საკუთარი თავი დაიცვეს იმ უამრავი კომპრომატებისაგან, რაც პროკურატურაში იყო წარმოდგენილი მათ წინააღმდეგ!!!!

    giorgi   (14.01.2017)
    fekaluri masebis gadanacvlebit, mati xarisxi ar icvleba. ganavali gind oqros tasshi chade, gind tixisashi, mainc ganavali iqneba. asea sadist nacikebzec.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter