სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    20.01.2017

    თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია "სოკარი" საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, "გაზპრომთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შეფასებისას განუცხადა.

    როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველომ ამ კონტრაქტით მიიღო ის, რომ "გაზპრომთან" ბუნებრივი აირის შესყიდვის ვალდებულება აღარ აქვს.

    "ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი, დღეის მდგომარეობით, ვალდებულების გარეშე, ან ვიყიდით თუ არა საერთოდ ამ გაზს. პოლიტიკურ ჭრილში ამაზე მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა ალბათ ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია "სოკარი" საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი ნული იქნება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

    გჯერათ თუ არა საქართველოს ხელისუფლების განცხადების, რომ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა მივიღეთ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცონდე): საერთოდ იმის მომხრეა ვარ, რომ ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემაზე. თუ უკვე გაფუჭებულია საქმე, არ გამოსწორდება - ეს ერთი და მეორეც - ხელისუფლებამ ძალიან დამაჯერებლად ილაპარაკა, ამიტომ მჯერავს.

     

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ძალიან ძნელია რაღაცის თქმა, იმიტომ, რომ არ ვიცით ხელშეკრულების დეტალები, როდესაც გვეცოდინება, მაშინ შეიძლება კონკრეტული დასკვნის გაკეთება. როცა გამოქვეყნდება მთელი დოკუმენტაციები - თუ რა გვიჯდება ყველაფერი, რა თანხას მივიღებთ რუსეთისგან, გვაწყობს-არგვაწყობს, მერე შვეძლებთ საუბარს. ახლა ამ საკითხზე ზეპირად საუბარი, არასერიოზულად მიმაჩია.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ვთვლი, რომ პირიქით უფრო დაექვემდებარა პოლიტიკურად. ან საერთოდ არ ეხება პოლიტიკას და თუ პოლიტიკას შეეხება, უფრო მეტად დაექვემდება, ვიდრე იყო. პოლიტიკურ გამარჯვებაზე საუბარი არ არის.

     

     

     

     იური მეჩითივი (ფოტოგრაფი): არავითარი დამოუკიდებლობა არ არსებობს ყველაზე დამოკიდებულ ქვეყანაშიც კი. ძალიან პატარა ქვეყნისთვის ჯობია ყოველთვის დამოკიდებული იყო. არ გვქონდა ყველა ბერკეტი ხელში, რომ გვეკარნახა ვიღაცისთვის, რა მაგრები ვართ და ჩვენი გაგვეტანა. ყველაფერი რაც ხდება არის აბსოლიტური სიგიჟე, რომლითაც დაკავებულია სრულიად საზოგადოება.

     

     

     ზურაბ ვადაჭკორი  (ილუზიონისტი): არ ვიცი ეს ხელშეკრულება რას ითვალისწინებს. თუმცა ვფიქრობ, გაზი იმისგან უნდა ვიყიდოთ, ვინც კარგს ხარიხს მოგვაწვდი ხელსაყრელ ფასად. ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter