სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    30.01.2017

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.

    პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პროცესის ვერცერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება.

    "საქართველოს პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და შესაბამის ინფორმაციას იღებდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების (ე.წ. კაბელების) საქმის მიმდინარეობის შესახებ.

    "სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვას შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

    "პროცესის ვერცერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

    "აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, პირების შეწყალების თაობაზე", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

    სწორი იყო თუ არა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილებაა, თანაგრძნობა მქონდა მათ მიმართ. როდესაც ადამიანს კაცი არ გყავს მოკლული და საშინელი ცოდვა არ გაქვს ჩადენილი, ფულის გამო, სასჯელს არ უნდა იხდიდე.

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  მისასალმებელი და სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა, პატიმრები თუ პრეზიდენტის შეწყალებით გამოვლენ ციხიდან, გამოდის, რომ თავიანთ დანაშაულს აღიარებენ, არა?

     

     

     

     

     ანა რატიანი  (ჟურნალისტი): ადამიანური თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, საქმის გაჭიანურება და პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების ვერ წამოყენება, მის სისუსტეზე მეტყველებს.

     

     

     

     გივი სიხარულიძე  (მწერალი და მსახიობი): ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რისი მიღება ადრეც შეეძლო და რატომ არ გააკეთა, არ ვიცი. ვფიქრობ, მთავრობას აწყობდა მათი გამოშვება, რადგან ვერ უმტკიცებდნენ ბრალეულობას, პროკურატურას არ ჰქონდა დამამტკიცებელი საბუთები, იმიტომ რომ უდანაშაულოები არიან. სამართალმა იზეიმა.

     

     

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):  არ ვიცი მათი არსებობის შესახებ, ვინ არიან და რა დააშავეს, თუმცა მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რადგან შეწყალება ღვთიური საქმეა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (30.01.2017)
    saxelmcifos tanxebis damtaceblebi da gamflangvelni, cesit sikvdilit unda isjebodnen.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter