სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (31.01.2017)

    სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში გამთენიისას გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 13 ათასი კვ.მ ფართობი. მთლიანად არის განადგურებული სავაჭრო ცენტრის, "ბავშვთა სამყაროს" შენობა და მისი მიმდებარე ბაზრობის ტერიტორია.

    დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ასეთი მასშტაბური ხანძარი ქალაქში, ბოლო რამდენიმე წელია, არ ყოფილა. მისი თქმით, დაზარალებულების დასახმარებლად თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან ვერ გამოიყოფა. ეს არ არის პირდაპირ ადგილობრივი მთავრობის ფუნქცია.

    ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარკვეული ვერსიები, მის ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით უკვე გამოითქვა.

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ "ბავშვთა სამყაროს" ადგილზე ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია "კარფურის" აშენება სურდა და მისი აზრით, ხანძარიც ამის გამო განზრახ გააჩინეს.

    "ქართველი ხალხის ოცნების რა მოგახსენოთ, მაგრამ "ბავშვთა სამყაროს" დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა, რათა იქ კარფურის ახალი შენობა წამოჭიმოს.

    "ამაზე მახსენდება, როგორ დაუწვა ივანიშვილმა 90-იან წლებში ორჯერ, საკუთარ მეზობლებს ერეკლეს მოედანზე სახლი, რის შედეგადაც ისინი გამოაძევა საკუთარი საცხოვრისიდან და მთელი ტერიტორია დაითრია. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო", - წერს ნათელაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გამიზნულად გააჩინეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გამიზნულად გააჩინეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): სანამ გამოძიება არ მოხდება, სწორად არ მიმაჩნია, პირდაპირ დავეთანხმო ან იმ მოსაზრებას, რომ ხელოვნურად იყო გაჩენილი, ან იმას, რომ არ იყო.

    აყველაზე სწორი იქნება ექსპერტებმა შეამოწმონ, დადონ სწორი დასკვნა და შემდგომ ვიმსჯელოთ. ცოტა უხერხული იქნება, ვარაუდების საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილებები და ჩამოვაყალიბოთ გარკვეული პოზიცია. თუმცა, ძალიან ძნელია და ვუთანაგრძნობ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს უბედურება დაემართა.

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი):  სიტუაციაში, სადაც ყველა ერთმანეთს აბრალებს რაღაცეებს, შეიძლება თავად აკეთებდნენ, მაგრამ სხვას აბრალებდნენ, გამორიცხული არაფერია.

    არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთმანეთის ჯინაზე, ოღონდ არა ხელისუფლებამ და აქეთურ-იქითურებმა, არამედ თვითონ ვიღაც გამყიდველმა ვიღაცის ჯინაზე გააკეთა მსგავსი რამ.

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მე არც საქმეს ვესწრებოდი, არც მისი უშუალო მონაწილე ვარ და არც მინახავს ეს ხანძარი ადგილზე, მაგრამ არის მოსაზარებები და ასეთი რაღაცეები მსოფლიოში ხდება.

    გამოსაძიებელია ეს ფაქტი, ხანაძრის გაჩენის რამდენიმე წერტილი იყო, შესაძლებელია წინასწარ განზრახვა მოხდა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ჩვენი გაუბედურებული ცხოვრებიდან გამომდინარე შემთხვევით მომხდარიყო.

    მაგრამ ვფიქრობ, პოლიციას უნდა ჰქონდეს ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ეს ვარაუდი, რადგან ეს სტრატეგიული ადგილი იყო. შეიძლება, ვიღაცამ იფიქრა, მოდი და ხვალ სასტუმროს ან რამეს ჩავდგამ და ეს საქმე მოხდა.

    არავის დაბრალებას არ ვაპირებ, მე გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ მსგავსი ვარაუდი ყველას აქვს და ეჭვი შეიძლება ყველას გაუჩნდეს.

     არჩილ გამზარდია საზ. კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): ორივე მიზეზი შეიძლება იყოს მეტნაკლებად შესაძლებელი, როგორც განზრახ ქმედება, ისე უნებლიეთ.

    ამ შენობაში არაერთხელ ვყოფილვარ და კარგად ვხედავდი როგორ კუსტარულად იყო მოწყობილი, როგორ თბებოდნენ გამყიდველები. არ ზრუნავდნენ შენობის განახლებაზე, ახალი სტანდარტების დაცვაზე, და შენობის განვითარებაზე.

    ე.წ. ოქროს განყოფილება არის კიდობანშიც, მაგრამ ის გაკეთებულია და ბევრად შეესაბამება სტანდარტებს. "ბავშვთა სამყაროში" კი მგონი ათწლეულებია არაფერი გაკეთებულა, მას შემდეგ რაც შეიქმნა.

    ამიტომ იოლად შესაძლებელია ეს იყოს უნებლიე ხანძარი. მაგრამ ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა ხანძრის გაჩენა განზრახ მომხდარა, ამიტომ, ნებისმიერი მიზეზი შეიძლება იყოს. მთავარი ის არის, რომ ალიაქოთის მოწყობის მაგივრად საგამოძიებო უწყებებმა იმუშაონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (05.02.2017)
    რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული აქცია! როგორ შეიძლება ერთდროულად ოთხი კუთხიდან აალება? მართლა გამოშტერებული უნდა იყვე ზოგიერთივით, რომ ეს ვერსია არ დაიჯერო!! თუ ეღირსა და აქ აღიმართა კარფური, მაშინ რას იტყვით ტვინგასიებულო რესპოდენტებო??????

    li   (05.02.2017)
    ამ ქვეყანაზე იმიტომ იმარჯვებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ანუ ყაჩაღობით გამდიდრებული დღეს ქვეყნის პირველი პირები, რომ ამას ქვეყნის დაჩმორებული მოსახლეობა დუმილით ხვდება. აქედან დასკვნა: ყველაფრის ღირსნი ხართ ბედკრული საქართველოს ბედკრული შვილებო! რაც მთავარია, ე. წ. "ვაი ინტელიგენტებო" ფულზე გაყიდულო, სამშობლო-დავიწყებულო არსებებო!!!!!

    მოქ.   (31.01.2017)
    ჯერ ერთი ასეთი ეჭვები რატომ უნდა არსებობდეს, მეორე თუ ვინმეს უკეთესის აშენება სურდა, უნდა შეეთავაზებინა ყველასთვის მისაღები პირობები, მაგრამ აქ იაფად ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება შეიძლება ყოფილიყო ძირითადი მიზეზი, შეიძლება ტექნიკური მიზეზებიც იყოს, მაგრამ ნუთუ არავის შეუმოწმებია, ასეა თუ ისეა, ამქვეყნად იმარჯვებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter