სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (08.02.2017)

    მთავარი პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს - წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიუვიდა. შოთაძის უწყების მიერ გავრცელებული მასალებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს წერილობითი შეტყობინებების ავტორი ხელშეუხებლობასა და "უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას" დაჰპირდა.

    "თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ," - ნათქვამია წერილში, რომელშიც, უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა მოსამართლეებმა "დ.საყვარელიძის" სახელით მიიღეს.

    თავად საყვარელიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალები ღიმილისმომგვრელია.

    "განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, იმ პროკურატურის მხრიდან, სადაც არაერთი წუთი გამიტარებია და ყველანაირად ვცდილობდით, რომ ეს ინსტიტუტი დამსგავსებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში მყოფ ინსტიტუტს და არა ერთი ოლიგარქის შეიარაღებაში მყოფ ნოტარიუსების დაწესებულებას, რადაც გადააქციეს. უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ უწყებაში არ დარჩა არცერთი ადამიანი, ვგულისხმობ, ხელმძღვანელ პირებს, ვინც ელემენტარულ იურიდიულ ფილტრში მაინც გაატარებს იმ სისულელეებს, რაც სუს-იდან ან შუშის სასახლიდან ჩამოდის ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ასეთი შეთითხნილი საქმეებითა და სასაცილო, მავნებლური სტანდარტებითაა ჩვენი მეგობრების დიდი ნაწილი დღეს ან ციხეში დამწყვდეული ან პასუხისგებაში მიცემული, ან უცხოეთში დევნილობაში მყოფი და ა.შ.," - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

    მისივე თქმით, წერილს, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არავითარი მაინდეტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.

    დამაჯარებელია თუ არა პროკურატურის ვერსია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას "ნაცმოძრაობა" ახდენდა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): დამაჯერებლია იმიტომ, რომ დაკითხეს ორი მოსამართლე და წერილების შინაარსიც გამოაქვეყნეს. როგორც მოსამართლეები აცხადებენ, მანამდე მათზე არანაირი მუქარა და ზეწოლა არ ხორციელდებოდა და ჩვეულებრივ მუშაობდნენ "რუსთავი 2-ის" საქმეზე. რატომ არ უნდა დავიჯერო?! რამდენი საუკუნე უნდა ვიძახოთ ახლა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის მართალი და "ოცნება" მტყუანი?!

    მინდა, რომ შერიგდნენ და წყანარად ვიცხოვროთ, თუმცა მე მგონი ვიღაცეებთან შერიგება არ შეიძლება და ბოლომდე უნდა დაისაჯონ. სხვა გამოსავალი არ არის.

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  ასე ხელაღებით არც იმის თქმა შემიძლია, რომ მართლები არიან და არც იმის, რომ არ არიან მართლები. თუმცა ზეწოლის თვალსაზრისით და ასეთი ტიპის საცქიელით თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავი საკმაოდ გამოიჩინა. და, ახლა ვითომ რა შეუშლიდათ ხელს?! ასე რომ, მე მგონი პროკურატურის ვერსია სარწმუნოა.

     

     

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ხანდახან მართლა ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა, თუმცა არა იმდენი, რამდენსაც აცხადებენ. არა მგონია ახლა მოსამართლებზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.

    "რუსთავი 2" გვარამაის მეთაურობით გამოიყვანეს დიდი მონსტრი, მაგრამ გვარამია ამ შემთხვევაში ძალიან ჭკვიან კაცად გამოჩნდა. ეს ტელეკომპანიაც კარგად ჩანს და მათზე არანაირი ზეწოლა ვერ იმოქმედებს.

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "ნაციონალური მოძრაობა" მისადმი წაყენებულ ბრალდებას ხშირად სხვას რომ აბრალებს, ახალი არ არის. მათი მიერ წაყენებულ დანაშაულს ისე შეუბრუნებენ დამბრალებელს, რომ დემაგოგის უმაღლეს გამოვლენას ხედავს საზოგადოება მათ საქციელში.

    ჯერ იყო და გვარამიას და ყოფილი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც თქვა, რომ დამონტაჟებულიაო. ამ ქვეყანაში, თანამდეროვე საქართველოში, სადაც "ქართული ოცნებას" უმრავლესობა აქვს, სამართალი უნდა სამართლობდეს, რაც არ ხდება. დამნაშავეს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს - არ ვიცი, ამას რა დავარქვა - არაპროფესიონალიზმი თუ სიმართლის მიჩქმალვა.

    თუ ასე გაგრძელდა და ჭორაობის დონეზე დარჩა ჩვენი სამართლებრივი პოლიტიკა, მაშინ 4 წელიც ისე გამოგვეცლება ხელიდან, რომ წლის ნაყვას დაარქმევს ისტორია ამ წლებს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (10.02.2017)
    მიშველაძევ, მართალ კაცად მიმაჩნდი, მაგრამ სამწუხაროდ შევცდი, შენც ერთი ჩვეულებრივი მედროვე ყოფილხარ! ჯაიანისა და ხურცილავასგან არ მიკვირს ეს, სამარცხვინო არსებებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თქვე უბედურებო, მართლა ბნელა ამ ქვეყანაში, საერთოდ ვერ აზროვნებთ და ეს ჟურნალისტები თქვენ, რომ მოგადგებიან და თქვენგან ელოდება დიდაქტიკურ პასუხებს, ეგ მიკვირს. იმიტომ კარგად მიდის საქართველოში საქმეები თქვენისთანები რომ ჭკუის დამრიგებლებად გვევლინებიან!! ახალგაზრდებო, დროზე გამოფხიზლდით, თორემ ეს ქოცბანდები საქართველოს გადასჩეხავენ.

    sos   (09.02.2017)
    მლიქვნელობამ წალეკა საქართველო!!ის დაბეჭდილი წერილები ნებისმიერ მათგანს შეუძლიათ დაბეჭდონ ვისი სახელი და გვარიც უნდათ,და გააგზავნონ,შესაბამისად მესიჯიც,აბა ამას რომ ადამიანების კატეგორია დაიჯერებს,ისინი ან ფარისევლები არიან ან სიბნელე ააქვთ დაბუდებული ტვინში!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter