სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (14.02.2017)

    2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს პროკურატურას, ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსმა და შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სთხოვა, სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების-ციანიდის მოძებნაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

    მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე, მზად იყო, თანხა გადაეხადა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს.

    როგორც გაირკვა, დეკანოზი გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც სამკურნალოდ პატრიარქი იმყოფება მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნოვთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა.

    დეკანოზი 10 თებერვალს გერმანიაში გაფრენამდე, საქართველოს პროკურატოურის თანამშრომლების მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა. მისი ბარგის ჩხრეკის დროს, ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - "ნატრიუმის ციანიდი" იქნა ამოღებული. მისი სახლის ჩხრეკის დროს, კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნაა ამოღებული, რომელიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა.

    გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დეკანოზს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    არსებობს ვარაუდი, რომ დეკანოზს შხამიანი ნივთიერება პატრიარქისთვის ჰქონდა განკუთვნილი.

    ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     გია ბაღაშვილი (მუსიკოსი):ძალიან შემაძრწუნებელი და ყოვლად წარმოუდგენელი ამბავია. ვფიქრობ, პირველ რიგში საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს. დასკვნების გამოტანა გამოძიების დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

     

     

     

     გრიგოლ გეგელიაექსპერტი): თუ ასეთი ფაქტი მართლა მოხდა, ძალიან ვწუხვარ. არ ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა და კონკრეტულ პირებზე მაშინ ვისაუბროთ, როდესაც დასრულდება გამოძიება. ძალიან დიდი ძალაუფლების პოზიციაა და შესაბამისად, შესაძლებელია, მის მიღმა ბევრი იყოს ჩასაფრებული.

    პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა ფორმით, ძალაუფლებასთან ომს ცდილობენ. ეს ბრძოლები არის პოლიტიკური, რომელიც მრავალი წლის წინაა დაწყებული.

    რაც სახელმწიფოსგან მოვისმინეთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, დამამუნებელი არ აღმოჩნდა, რადგან ახლა, როდესაც პატრიარქი 83 წლისაა და ოპერაციისთვის ემზადებოდა, ვის უნდა დასჭირვებოდა მისი მოწამვლა? მსგავსი ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რაც არ გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): თქვენგან მესმის. რა სამწუხაროა. ეს ყველაფერი ჩვენს მტერს აწყობს. ეს თუ სიმართლეა, ჯვარი გვწერია.

     

     

     

     ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი):  გამოძიების დასრულებამდე ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ. თუმცა, ფაქტია, რომ რაღაც ხდება, საქმე ბოლომდე და სწრაფად უნდა გამოიძიონ. საპატრიარქოს გარეთა ძალა არის დამკვეთი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და ქვეყანა აქამდე მივიდა.

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): საერთოდ ამ თემაზე თავს ვიკავებ. წარმოუგდენლად მიმაჩნია, რომ ვიღაცამ ქვეყანაში გადაწყვიტა პატრიარქის მოწამვლა. ძალიან მტკივნეულად მახსოვს, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, იყო ასეთი მცდელობა. ეს ყველაფერი უნდა მას, ვინც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლანდი   (22.02.2017)
    მიუტევებელ ცოდვათ ითვლება უ ბ რ ა ლ ო -ს დასჯა!

    giorgi   (14.02.2017)
    Ra Didi mkitxaoba unda magas, tu vin dgas amis ukan. esaa washingtonis sodomistur-fashisturi rejimis kantora did-dighomshi, mati agentura e.c. aso-ebi, seqtanti nanuashvili da fekalu masad mosaqmebuli misharasti da gigarasti nacxrova.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter