სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    09.03.2017

    გუშინ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით შუალედური გამოძიების შედეგები და მტკიცებულელების ნაწილი გაასაჯაროვა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მიერ შეძენილი შხამიანი ნივთიერებების გამოყენებას "ადამიანის წინააღმდეგ" გეგმავდა.

    რამდენად დამაჯერებელია პროკურატურის მიერ წამოყენებული მტკიცებულებები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი):  არ არის დამაჯერებელი, რადგან ყველაფერი ძალიან გაიწელა. ეს საკითხი უკვე უსაფუძვლო გახდა. რადგან ყველაფერი მალე არ დადგინდა.

     

     

     

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  სიმართლე გითხრათ, ძნელია. ცოტა რთულ საკითხთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, რაიმე პროვოკაციას წამოეგო თუ არა სასულიერო პირი თუ მას ჰქონდა რაიმე განსაზღვრული. არ ვიცი, ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): ალბათ არ არის დამაჯერებელი, რადგან მსგავსი რამის გაკეთება, მგონი, არავის არ შეუძლია. შინაგანი ინტუიციით ვგრძნობ, რომ დაუჯერებელია. ნახევარ საუკუნეზე მეტია ამ ქვეყანაზე დავაბიჯებ და მსგავსი არაფერი მსმენია. ასე რომ, ჩემთვის დაუჯერებელია, მით უმეტესს როდესაც სასულიერო პირს ეხება.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  ჩემთვის დამაჯერებელია. თუნდაც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი იყოს ამოჭრილი, ის მაინც დანაშაულის შემცველია.

     

     

     

     ქეთი ბექაური იურისტი):  საერთოდ იმისთვის, რომ რომელიმე მტკიცებულება იყოს დამაჯერებელი და საკმარის მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული, საჭიროა სასამართლომ იმსჯელოს. სანამ არ იქნება განხილვა სასამართლოზე, პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და შეფასება, მანამდე სათქმელად ძნელია. ერთი შეხედვით, გარედან, დამკვირვებლის მხრიდან, სახეზეა დანაშაული, მარგამ სასამართლოზე რამდენად დადსტურდება, ეს მეორე საკითხია. როგორც იურისტმა, მინდა გითხრათ, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თუ არ იქნა დამტიცებული მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და შეგროვილი მტკიცებულებებით, მარტო ჩანაწერი საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter