სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    24.03.2017

    ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისების გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორიაა გამოყოფილი.

    "მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში ერთიანი მომსახურების ოფისის შექმნის პროექტი უკვე დაწყებულია. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ბიზნესის სახლის პროექტი ხორციელდება, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი.

    "ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო იმისთვის, სადაც სამინისტროების გადატანა განხორციელდება. რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგი იქნება, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება.

    "მეორე მხრივ კი, სამშენებლო სექტორი წახალისდება. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავდება.

    "ორთაჭალის ამ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც პაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებითვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები მის დაწყებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    საჭიროა თუ არა სამთავრობო ქალაქის აშენება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): კარგი პროექტები ძალინ მომწონს. ახალი სემირამიდას დაკიდებული ბაღები რომ გააკეთონ, ისიც გამიხარდება. მაგრამ, ხალხი შიმშილით ღმუის. რა სამთავრობო ქალაქი, რის სამთავრობო ქალაქი? აშენებულ ქალაქს მიხედონ, რომელიც თავზე გვენგრევა.

    შენი მოსახლეობა შიმშილით კვდება და რა დროს სამთავრობო ქალაქია. არ ვარ რამე სიახლის წინააღმდეგი, პირიქით, უბედნიერესი ვიქნები. წარმოუდგენელ შიმშილზეა საუბარი. ადამიანებმა ხომ არ უნდა იფიქროს, რომ დასცინი.

    დაპირებული პენსია არ შესრულდა. ხალხი ქუჩაშია გამოსული. სახლ-კარი არ აქვთ. რა დროს სამთავრობო ქალაქია. ძალით აკეთებენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ქვების დაგროვების და სროლის დროა.

     მიხეილ ცაგარელიასტროლოგი):  ეს რამდენი მილიონი დაჯდება კაცმა არ იცის. ქვეყანა, ამ დუხჭირ პირობებში, ასეთ გადაწყვეტილელებს არ უნდა იღებდეს. ამიტომ ამ კუთხით ჯობდა, ეს თანხა უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მოხმარებოდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ვეთანხმები, როდესაც ადამიანს იურიდიული საბუთი დასჭირდება, აღარ მოუწევს სხვადასხვა ადგილას წასვლა.

    ეს ხალხი "ნაციონალებმა" სულ გადარია, რადგან მათ ბათუმში იურიდიული სფერო და ქუთაისში ბათუმი გადაიტანეს. ამიტომ ხალხს სხვადასხვა ქალაქში უწევდა წასვლა, რაც სრული აბსურდი იყო.

    ხალხისთვის ადვილია, რადგან სამინისტროები ერთად იქნება თავმოყრილი. ხალხს უზარმაზარი დრო არ დაეხარჯება. ძალინ კარგი და მოსახერხებელია არამარტო მოსახლეობისთვის, არამედ თვითონ სამინისტროს წარმომადგენლებითვის, რომელსაც უწევთ მეორე სამინისტროდან რამე დასკვნის აღება.

    ქვეყნის მართვის კუთხითაც კარგია. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ მივესალმები, მეორეს მხრივ - არა.

     რეზო მიშველაძე მწერალი): სწორედ, რომ სამთავრობო ქალაქი გვაკლდა. სამთავრობო ქალაქი, სადაც ყველა სამინისტრო ერთად იქნება თავმოყრილი, მშვენიერი რამ არის.

    მაგრამ გაღლეტილ ქვეყანაში სადაც მოსახლების 80% უმუშევარია, სადაც შიმშილი მძვინვარებს და ადამიანებს ქუჩაში გული შიმშილის გამო უღონდებათ, რომელ "გენიოსს" მოუვიდა აზრათ, რომ სამთავრობო ქალაქი აშენდეს.

    სამთავრობო ქალაქი ალბათ იქნება იზოლაციაში და კონსერვაციაში. ამ პატარა სამოთხეს, რომელიც თავისთვის უნდათ, დიდი ოქროს ჭიშკარი ექნება, სადაც უბრალო მოქალაქეს შესვლის უფლება არ ექნება.

    ესენი ისედაც იზოლაციაში არიან. არცერთ სამინისტროში არავის არ ღებულოებენ. ჩემს გასამტყუნებლად ნებისმიერ სამინისტროში დარეკეთ, ან არ გიპასუხებენ ან გეტყვიან, რომ მინისტრი შეხვედრაზეა და თქვენთვის არ ცალია. ეს ერის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

    ეკონომიკურად გაღლეტილი ქვეყანა, კიდევ უფრო გაღარიბდება. მესმის საუნივერსიტეტო ქალაქი, მაგრამ ჩვენაირი ქვეყნისათვის, ეს წარმოუდგენელი სისულელეა.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  თვითონ იდეა მომწონს. თითქოს, ყველა სამინისტრო ერთადაა თავმოყრილია. ერთის მხრივ კარგია, როდესაც ერთი სამინისტროდან მეორეში გაგზავნიან, აღარ მოგიწევს სხვადასხვა აგდილას წასვლა.

    ბატონმა პრემიერმა, რომ თქვა შენობები განთავისუფლდებაო, ბინები ააშენონ, ხალხი ქუჩაში რომ ყრია. ამხელა შემობებში რაღაცეები შეცვალონ. ისეთი სიკეთე გააკეთონ ხალხს, რომ გამოადგება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (01.04.2017)
    ძლივს არ დავინახე,თითქმის ერთგვაროვანი პასუხები, რაც იმის საწინდარია ადამიანები ნელ-ნელა, მაგრამ გონს მოდიან. ქოცებო "გიხაროდენ".


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter