სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    17.05.2017

    თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეული თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

    საჭიროა თუ არა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე სასჯელის გამკაცრება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ქეთი ბექაური (იურისტი): საერთოდ, რაიმეს გამკაცრების მომხრე არ ვარ. სისხლის სამართლის წესით სამხედრო სახის დანაშაულები აქამდეც ისჯებოდა. ვფიქრობ, სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება არ უნდა მოხდეს. ჩვენ დეკრიმინილაზიისაკენ უნდა წავიდეთ და სასჯელები არ უნდა გავამკაცროთ. როგორც ყოფილი უფლებათადამცელი, ამას არ მივესალმები.

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): გულახდილად რომ გითხრათ, გამკაცრებას არ ვუჭერ მხარს. ჩვენ მეომარი ქვეყანა არ ვართ, რომელიც დამოკიდებულია ჯარისკაცის ნებაზე, რომ გადაარჩინოს ქვეყანა. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჯარიმაზე უნდა დავკმაყოფილდეთ.

    გია ბუღაძე (მხატვარი): რაღაც, გარკვეული პოზიცია არ მაქვს. მაგრამ, ზოგადად რაიმე სასჯელის მოწინააღმდეგე გახლავართ, მით უმეტეს - ასეთ თემასთან დაკავშირებით.

     

     თაკო ჩარკვიანი პუბლიცისტი): საერთოდ, ყოველთვის რაღაც რეგულაციების მომხრე ვარ. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც ვიღაც ჯარში არ მიდის და მას სანიტრობას ან სხვა რაიმეს სთავაზობენ, ანუ ანაცვლებენ. მთელი რიგი ქვეყნებია, სადაც ეს ყველაფერი რეგულაციებით ხდება. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და კარგი იქნებოდა, ბავშვებთან აღზრდა მიდიოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სურვილი გაუჩნდეთ, სამხედრო სამსახური გაირონ. ახალგაზრდის დასჯის მომხრე არ ვარ. უმკაცრესი ზომებისთვის ყველა წვევამდელი მენანება. მაგრამ კეთილინებონ და კლინიკებსა და მოხუცთა თავშესაფარში იმსახურონ. რაღაც უნდა გააკეთონ. მოქალაქეობრიობის შეგრძენება უნდა ჰქონდეთ.

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ცივილიზირებული ქვეყნები იქითკენ მიდიან, რომ გადავიდენენ პროფესიუდ არმიაზე. თუ სავალდებულო გაწვევას გავამკაცრებთ, არა მგონია, ცივილიზებულ სამყაროსგან წინ გადადგულ ნაბიჯად ჩაგვითვალონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Mamuka JanGirashvili   (17.05.2017)
    Jari unda iyos mxolod professionaluri! Tumca unda gadzlierdes sajaro skolebshi axalgazrdebis magal doneze momzadeba scavleba samxedro tavdacvis tanamedrove iaragebis codnashi da gamoyenebashi.hven okupirebul teritoriebi gvaqvs!!!!

    Mamuka JanGirashvili   (17.05.2017)
    Jari unda iyos mxolod professionaluri! Tumca unda gadzlierdes sajaro skolebshi axalgazrdebis magal doneze momzadeba scavleba samxedro tavdacvis tanamedrove iaragebis codnashi da gamoyenebashi.hven okupirebul teritoriebi gvaqvs!!!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter