ნინო ქეთელაური
26.06.2017

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში, სავარაუდოდ, არ ჩაერთვება, რის შესახებაც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. თუმცა დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილი გუნდს გვერდში დაუდგეს.

"ალბათ ის არ ჩაერთვება. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკიდან გასულია და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან, როგორც მოქალაქემ, მიიჩნია, რომ გვერდზე უნდა დადგომოდა იმ გუნდს, რომელიც მან ჩამოაყალიბა. ახლაც შეიძლება მას ეს აზრი გაუჩნდეს და როგორც მოქალაქეს, მას ამის უფლება აქვს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

როგორ აფასებთ ივანიშვილის გადაწყვეტილებას, არ ჩაერთოს "ოცნების" საარჩევნო კამპანიაში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): "დადებითად ვაფასებ. ალბათ მან უკეთ იცის, როგორც უნდა მოიქცეს. ეს მისი გადასაწყვეტია და ამ საკითხში მოქმედება ნაძალადევად ვერ მოხდება."

 

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "მისი ეს გადაწყვეტილება სწორია. ჩემთვის ეს უფრო გასაგებია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამოჩენა და მერე ისევ ჩრდილში წასვლა. იმიტომ, რომ ხალხი არასდოს უნდა შეიყვანო შეცდომაში შენი ავტორიტეტით, სიკეთით თუ დადებითი თვისებებით.

"არაერთხელ აღმინიშნავს, ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებასთან" კავშირში რომ არ იყოს, შეიძლება მეც თავი შემეკავებინა მათი მხარდაჭერისგან, რადგან ძალიან ბევრი იმედგაცრუება მიიღო მოსახლეობამ და მათ შორის მეც.

"იმის გამო, რომ მათ საქმეში ბატონი ბიძინას ავტორიტეტია ჩარეული, მეც რატომღაც სულ ვენდობი და არ არის გამართლებული მხოლოდ არჩევნების პროცესში გამოჩენა. ამიტომ, მოდით, თავისუფალი არჩევანის საშუალება მივცეთ საზოგადოებას."

 მიხელ ღანიშაშვილი (პოეტი): "რეალურად რომ ასე მოხდეს, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ "ქართული ოცნებისთვის" არჩევნებმა ივანიშვილის მხადაჭერის გარეშე ჩაიაროს. თითქმის დაუჯერებელი ამბავია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეეჭვება, რომ "ოცნებას" გამარჯვების რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს."

 

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მე პირადად მის ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ და მივესალმები."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×