(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინო ახობაძემ კომენტარების ათეული შეადგინა, რომელიც ქალს ფოტოზე არ უნდა დაუწეროთ:
„ხომ არის: "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", "100 ფილმი" და ა.შ.
ახლა მე ჩამოვწერ 10 კომენტარს, რომელიც არ უნდა დაუწერო ქალს ფოტოზე, "სანამ ცოცხალი ხარ" კი არა-თუ ეს ადამიანი მართლა გიყვარს:
1) "ვერ გიცანი, რა კარგად გამოიყურები, სუპერ"!
2) "ვაიმეე რაც დრო გადის, როგორ ემსგავსები დედას, ლუიზა დეიდა მეგონე" (ლუიზა-პირობითია)
3) "აქ რა გამხდარი ხაარ" (ამას ჯობია პირდაპირ-"შენი დედა მოვ****ნ" დაუწეროთ, უფრო ადვილი გადასატანია;
4) "ქალღმერთი ხარ რაა" (ეს-მინიმუმ უხერხულია)
5) "ჩემი მონიკაააა"
6) ფოტო ღვთისმშობლით, რომელსაც ხელებში უჭირავს წარწერა:-"დაგლოცოს გამჩენმა"
7) "ეს კაბა მახსოვს, ჩემ ქორწილშიც ეს გეცვა" (დამიჯერეთ, მინახავს ასეთი კომენტარიც....)
8) მკვდრის ბუკეტი, რომელსაც თავზე აწერია: "მიკაქააალ"
9) "არ მოგიტაცონ გოგოო" (ეს სასაცილოა. მითუმეტეს, თუ "გოგო" ზა პიისიატ არი)
და 10) ეს ყველაზე ალალი, მართალი და გულიდან წამოსული კომენტარია, თუმცა უტაქტობაში გადის და ამიტომ
ნურც ამას დაწერთ, უბრალოდ გაიფიქრეთ:
ჰოდა 10) "ვაიმეე რათ შეგვჭამე ქალოოო, დღეში შენი ასი სელფით და ფოტოებით, ვაა"
ნუუ, თუ მაინდამაინც.... მაშინ ამის ნაცვლად შეგიძლიათ დაწეროთ მე-5.
(მადლობა საჭირო არ არი, ვიცი რო გაგიხარდათ ეს პოსტი, განსაკუთრებით მესამე პუნქტის ავტორებს" - წერს ნინო ახობაძე.