სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.10.2018

     (რეზონანსი) 6 წლის ბიჭმა, ტედიმ, არიზონას შტატის ქალაქ ტუსონიდან, თავის დაბადების დღეზე კლასელები დაპატიჟა, თუმცა წვეულებაზე არავინ მივიდა.

    როგორც ტედის დედა სილ მაზინი ჰყვება, ტედის დაბადების დღე 3 ოქტომბერს იყო, თუმცა იმის გამო, რომ მამამისი ალიასკაზე მუშაობდა წვეულება 21 ოქტომბერს გადაიტანეს. ტედიმ თანაკლასელებისთვის 32 სასაჩუქრე ბარათი დაამზადა, რომელშიც მოსაწვევები იდო. სილის თქმით, წინა დღით ტედის თანაკლასელების მშობლები მას შეპირდნენ რომ წვეულებაზე ბავშვებს მიიყვანდნენ, თუმცა პირობა არავინ შეასრულა.

    ტედის ფოტო, სადაც ის ადგილობრივ პიცერიაში ცარიელ მაგიდასთან ზის ინტერნეტში ტედის დედამ გაავრცელა და ის მალე ვირუსული გახდა. ტედის ადგილობრივი საკალათბურთო გუნდი „ფინიკს სანსი" და საფეხბურთო კლუბი „ფინიკს რაიზინგი" გამოეხმაურა და ბიჭი ოჯახთან ერთად თავიანთ მატჩებზე დაპატიჟეს. კლუბების თქმით, ტედი თავის დაბადების დღეს ათასობით გულშემატკივართან ერთად აღნიშნავს.

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×