რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერის ვარდისფერი ქუდით გამოჩენამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ირაკლი ოქრუაშვილმა ფეიქბუქის პირად გვერდზე კახი კალაძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

"ტყუილად მოვიყვანე თოვლის ბაბუა ბოლო ორ ახალ წელს და ტყუილად გადავყარე გამოძახებაზე ას-ასი ლარი. მაინც აღარ სჯერათ ბავშვებს ისეთ ასაკში არიან. შარშან სულ წვერებით ითრიეს და მატყუარა ეძახეს. წელს მინდა რამე განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუწყო და გავამხიარულო.

ვინმემ ხომ არ იცით თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს 31-ში 12 საათზე? სამას ლარს გადავიხდი. მეტი არც მე მიღირს და არც ეგ არ ღირს." - წერს ოქრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )