რეზონანსი
26.12.2018

 რამდენიმე წუთის წინ ერეკლე კოდუამ ასეთი კომენტარი დაუწერა ნანუკა ჟორჟოლიანს საკუთარ ფოტოზე: "ნანა ჟორჟოლიანო! ნუ ხმარობ საბას "ფეისბუქს" ეს შენ ხარ ვიცი ზუსტად!“ – ეს არის კუდის ყოფილი უფროსის და ნანუკა ჟორჟოლიანის დაშორების შემდეგ პირველი კომენტარი, როცა ასე საჯაროდ, ერეკლემ ნანუკას უპასუხა, თან უნდა ითქვას, რომ მკვახედ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერეკლე კოდუამ მის უცხოელ შეყვარებულთან ერთადგადაღებული ფოტო ატვირთა ფეისბუქზე ასეთი სათაურით "ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული". სწორედ ამ ფოტოს და მის ასეთ დასათაურებას მოჰყვა ხალხის ნეგატიური კომენტარები.

ფოტოზე კომენტარი ჰქონდა ნანუკას და ერეკლეს საერთო შვილს, პატარა საბა კოდუასაც. "გთხოვთ თქვენ საქმეს მიხედოთ ეს მათი ცხოვრებაა და არა თქვენი" - წერდა საბა, თუმცა, როგორც რამდენიმე წუთის წინ ერეკლე კოდუამ დაწერა, აღნიშნული კომენტარი არა საბას, არამედ ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×