სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.01.2019

     გამოცემა „ნოვიი დენ“, უცხოეთში სამუშაოდ წასული 37 წლის ქართველი მაიას შესახებ წერს, რომელსაც თავისი მოსავლელი 90 წლის პრიმო, თურმე თავდავიწყებით შეუყვარდა:

    „ნათქვამია, სიყვარულისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო. თუმცა, მგზნებარე სიყვარულის მიუხედავად, ფლორენციაში, ქართველი მაია რ.-სა და იტალიელი პრიმო ვიჩინის სიყვარული იქაურ მმაჩის ბიუროში გაფორმებული კავშირით არ დაგვირგვინებულა, წყვილის მცდელობამ ფიასკო განიცადა.

    მაია 37 წლის ქალბატონია, მომვლელად მუშაობს და თავისი შეყვარებული, 90 წლის პრიმო, ინვალიდის ეტლით დაჰყავს.

    საქმროს მტკიცე სურვილის მიუხედავად (იგი პენსიონერია, ოთხი წლის წინ დაქვრივდა), „არათანაბარი ქორწინების“ წინააღმდეგ მისი შვილები და შვილიშვილები წავიდნენ: როგორც კი მამისა და ბაბუის ქორწინების სურვილი გაიგეს, ადგილობრივ მმაჩის ბიუროში მიიჭრნენ, გამოიძახეს მუნიციპალური პოლიცია, კარაბინერები და საჯაროდ განაცხადეს, რომ კანონის თანახმად, ქორწინება მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენა უნდა იყოს, მათი ბაბუა კი მომვლელი ქალის გავლენის ქვეშაა მოქცეულიო.

    იტალიელმა სამართალდამცველებმა ქორწინების ცერემონია უკანონოდ ჩათვალეს ერთ-ერთი მხარის „არაქმედითუნარიანობის“ გამო. მიუხედავად ამისა, ჭარმაგმა ბერიკაცმა განაცხადა, რომ მანამ არ მოისვენებს, სანამ თავის შეყვარებულ ქართველ ქალზე არ დაქორწინდება“ - წერს გამოცემა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    Primo   (14.01.2019)
    Gagrzelebas vegar miuswari🤣🤣🤣gavida 5 weli miewiet babuas ra ar gasvenebt

    Lia   (14.01.2019)
    Ras ilandzebit, ra gindat ikorcinon da kartvels darches am bebruxunas koneba vidre italielebs. gamixardeba

    Nino   (14.01.2019)
    Imena gulis amrevia es qali ra fu rogor dakarget qaloba da qartveloba

    Nino   (14.01.2019)
    Imena gulis amrevia es qali ra fu rogor dakarget qaloba da qartveloba

    Cico   (14.01.2019)
    რა სისულელეა,ქონებაზე დახარბებულები ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ,მოკლედ საკუთარი თავიც კი შეგზიზღდება ქალი რომ გქვია.

    ირინა   (14.01.2019)
    ვინც მზრუნველობა გამოიჩინა ის შეუყვარდა. გული არ ბერდებაო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved