რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა ხაფავა ფეისბუქის პირად გვერდზე შენდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, კიდევ ერთი ქართული ტრადიციული ოჯახი, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული საკმაოდ კვალიფიციური ადამიანებით და ორი მცირეწლოვანი ბავშვით ტოვებს საკუთარ სამშობლოს. 

ბოლო ერთი წელია ახალი ტენდეცია გამოიკვეთა საქართველოში, ადრე თუ ოჯახიდან ერთი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, ახლა უკვე მთელი ოჯახი იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს. ალბათ ხანგძლივი ვადით, თუ სამუდამოდ არა, რადგან ბავშვები ადაპტაციას რომ გაივლიან, გაიჩენენ მეგობრებს, დაიწყებენ სწავლას, გაუჭირდებათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იცლება თავისი შვილებისგან და ვერავინ გაგვცემს პასუხს, როდემდე გაგრძელდება ადამიანების გადინება ამ ქვეყნიდან.

ალბათ სულ რაღაც ორიოდე წელიწადში ამ პოსტის დადებიდან, დამლაიქებელიც აღარ დარჩება ქვეყანას, ისე მასიურია გადინება. ნურც გზავნილების იმედად იქნება ქვეყნის ეკონომიკა, რადგან ემიგრანტს თითქმის ყველა ოჯახის წევრი გვერდით ეყოლება..

იღლიცინეთ ეხლა ზოგიერთებმა ამ პოსტზე, მაგრამ იცოდეთ ბევრი დრო არ გვიკლია მივიღოთ ეს სურათი" - წერს ლაშა ხაფავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )