რეზონანსი
03.02.2019

 ცოტნე გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის საკადრო გადაწყვეტილებას სპეციალური მიმართვით ეხმიანება:

„სალომე ზურაბიშვილმა რომ საკუთარი გერი უკონკურსოდ მრჩევლად დაინიშნა, იმაზე მომაგონდა. დიდი ხნის წინ, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე და მამაჩემის მმართველობის პერიოდზე ვლაპარაკობდით, ასლან აბაშიძემ გაოცებულმა მკითხა: ცოტნე, კი მაგრამ, ნათესავები არ გყავდათო?

ამ ერთ წინადადებაში ცხადად გამოჩნდა მორალური განსხვავება ზვიად გამსახურდიასა და მის შემდგომ მმართველებს შორის.

აქ ხომ არ არსებობდა და ვერ ჩამოყალიბდა გერმანული ან ინგლისური ბიუროკრატიული კორპუსი, პატრიოტი და არა კოლონიზატორის აღზრდილი ინტელიგენცია, სამოქალაქო საზოგადოება, განათლებული და წესიერების, ქვეყნის მსახურების იდეალებზე აღზრდილი ოჯახები... იმავდროულად მეზობლად გვყავს ძალა, რომელიც ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე აიყოლიებს ამ ქვეყნის მოქალაქეების იმხელა ნაწილს, რომ კისერი მოუგრიხოს მცირერიცხოვან და სუსტ ხელისუფლებას, რომელსაც მტაცებლური ინსტინქტებით სხვების მჯობნი კაციჭამია ვირთხები არ უდგანან მხარში. ამიტომაც გაითვალისწინა ყველა შემდგომმა მმართველმა პირველი პრეზიდენტის ბედი და "შეცდომა", და საკუთარი სამეგობრო-სანათესაოს მეშვეობით და აყვავებით შეინარჩუნა ძალაუფლება.

ამ ხალხს, რომლისთვისაც საკუთარი ნათესავის დანიშვნა და ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული კორუფცია/ბიზნესი ჩვეულებრივი ამბავია, არ ესმის: უმეცრების და უსაქმურების გამდიდრება ხელისუფლებაში მათი შრომის და ქონების ხარჯზე ხდება. ან ესმის და ჩუმად არის: ოცნებობს, ჯამიდან იქნებ ნამცეცები მაინც შემხვდესო!“

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×