რეზონანსი
04.02.2019

 (რეზონანსი) „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„რომელი ქვეყნები გვასწავლიან ტოლერანტობას?

ლათინური ამერიკის ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის მჟლეტავი ესპანეთი? ინდიელების გამჟუჟავი აშშ? 10 მილიონი კონგოელის გამჟლეტი და კაუჩუკის პლანტაციებზე მუშაობით სულის ამომხდელი ბელგია? კოლონიური ომებისთვის "უცხოური ლეგიონის" შექმნელი საფრანგეთი? აღმოსავლეთ აფრიკის პატარა სახელმწიფოების გამანადგურებელი და ბრაზილიის დამპყრობი პორტუგალია? ირლანდილების "თეთრ მონებად" გამყიდველი ინგლისი? არიული რასის მქადაგებელი გერმანია? თუ ფაშიზმის სამშობლო იტალია?

ამ ქვეყნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გამბედაობა იმის სათქმელად, რომ მათგან ტოლერანტობის სწავლას საქართველო ვერ მიიღებს! პირიქით, იქით ვასწავლით შემწყნარებლობას! მათ კი სანაცვლოდ შეუძლიათ გვასწავლონ როგორ ავაშენოთ ხიდები, როგორ დავაგოთ გზა, როგორ ავაშენოთ ქარხნები, როგორ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე და სხვა..."

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×