სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     წლებია, პარიზის ძალიან ცნობილი, ისტორიული კაბარეს ვარსკვლავია, რომლის მოსასმენადაც ბევრი ადამიანი დადის. ცოტა ხნის წინ მათ კაბარეს ცნობილი კინოვარსკვლავი ჯონი დეპი ეწვია, რომელიც ელგას ნამღერით მოიხიბლა, მასთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და მომღერალ ელგას ფორჩხიძესთან არაერთი ფოტოც გადაიღო.კაბარე პარიზში საკმაოდ ცნობილია. 45 წელია, არსებობს როგორც კაბარე და 75 წელია, როგორც ჯაზ-კლუბი. 

    "ჯონი დეპი ერთი კვირის ჩამოსული იყო პარიზში, თავისი საქველმოქმედო ასოციაცია აქვს – დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, მათთან ხშირად მიდის „პირატის“ ფორმაში გამოწყობილი და ახარებს. არავინ ველოდებოდით – ჩვენს კაბარეში მისი მოსვლა არ იყო დაგეგმილი.

    იმ ღამესაც დავიწყე სიმღერა, ჩემს ამპლუაში ვარ და მაგიდა, რომელზეც სცენის ბოლოს გავდივართ ხოლმე, ცოტა ჩაბნელებულია და დგას ვიღაც ცილინდრით, რომელიც მიყურებს. გავიფიქრე: ვიღაცას ძალიან მაგრად უნდა, რომ ჯონი დეპს ჰგავდეს-მეთქი. ის არ მაშორებს თვალს და არც მე ვაშორებ. ვიცი, არ არის ჯონი დეპი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიღაცას ძალიან მოვწონვარ, ამომირჩია, პირდაპირ ხაზზე ვართ. იმდენად მაგნიტური მზერა აქვს, რომ გულგრილს ვერ დაგტოვებს. მოკლედ, დგას გაშეშებული და მიყურებს. 

    დავასრულე სიმღერა, სცენაზე ამოვიდნენ სხვა მომღერლებიც, ჯგუფური სიმღერა დავიწყეთ და ვამჩნევ, როგორ ცქმუტავენ. ერთი მეუბნება: ელგა, აქ ჯონი დეპიაო. არ დავიჯერე, ვიღაც ძალიან მაგრად ჰგავს-მეთქი. ბოლოს მივხვდი, მართლაც ის იყო.

    დასრულდა ნომერი, გავიარე ხალხის რიგი, მივედი მაგიდის ბოლოს, გავუსწორდი ჯონი დეპს, გვერდულად გამომხედა – საკონტროლო გასროლა გააკეთა, თავი დამიკრა, გამიღიმა, ტაში დამიკრა.

    კაბარეს ქვემოთ გვაქვს გოგონების გასახდელი და პლუს დარბაზი, სადაც ჩვენი მუსიკოსები სიგარეტს ეწევიან, ყავას სვამენ. ჯონი ჩემს ერთ-ერთ დაცვასთან ერთად გამოვიდა და ჩავიდა ამ დარბაზში, როგორც ჩანს, სიგარეტის მოწევა უნდოდა. ვიფიქრე: მიდი, ელგა, ეს ის მომენტია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. ჩავედი მეორე შესავლელიდან, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიმექცია. 

    ამ დროს ჩემმა დაცვამ დამიძახა: ელგა, მოდი ჩვენთანო. როგორც კი შევტრიალდი, მაშინვე წამოდგა ფეხზე. კარგად აღზრდილია, ჯენტლმენი, თავაზიანი, ნაზი. ქალს დიდ პატივს რომ სცემს. როგორც კი მივუახლოვდი, მომესალმა, ჩემი ხელი აიღო, მეამბორა და ჩამეხუტა.

    ვუთხარი: დიდი პატივია, რომ აქ ხართ, მადლობა-მეთქი. ეს ჩემთვის არის დიდი პატივი, რომ თქვენთან ერთად ვარ. ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა, გილოცავთ, განსაკუთრებული ხმა გაქვთო. ამ დროს დაცვა გვეუბნება: არ გინდათ, ფოტო გადაგიღოთ. არ მინდა შევაწუხო-მეთქი და რა შეწუხებააო, – მეუბნება ჯონი.

    მანამდე ვიცოდი, რომ დაცვა გააფრთხილა, ფოტო არ გადამიღოთო. მაშინ სელფი გადავიღოთ-მეთქი. დავდექი და უცებ ვგრძნობ, როგორ მომეხვია და მინდა, ეს წამი გაიყინოს, არასდროს დასრულდეს. შემდეგ დაცვამ გამომართვა ტელეფონი და დაიწყო ფოტოების გადაღება, ხან წელზე მომხვია ხელი, ხან ხელი ხელზე მომკიდა, მზერას ცვლიდა – კარგად მეარტისტა. გამოხედვა აქვს ისეთი, ორ წუთში ხარ მონუსხული, თან დაბალი ტემბრით საუბრობს. დავსხედით, გავისაუბრეთ: ძალიან მომწონს აქაურობა, განსხვავებული ადგილიაო.

    მუდმივად აფიქსირებდა იმას, რომ მისთვის პატივი იყო აქ ყოფნა და ასეთი რანგის მუსიკოსების მოსმენა. ძალიან თავშეკავებული, თავმდაბალი ადამიანია. სანამ არ ვუთხარი: დავსხდეთ-მეთქი, მანამადე არ ჯდებოდა. სიგარეტის მოწევაც უნდოდა, მაგრამ სანამ იქ ვიყავი და ვსაუბრობდით, არც მოუწევია და არც დაულევია. განათლებული ადამიანია და როგორც ჩანს, ბევრი რამ იცის", - განუცხადა "თბილისელებს" მომღერალმა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved