სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.02.2019

     ჟურნალისტ მარი ჯაფარიძის ამ პოსტს, რომელიც დღეს ქუჩაში მომხდარ ერთ თითქოს ჩვეულებრივ ამბავს გადმოსცემს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

    "საშინლად დავითრგუნე ამ დილას... მაღაზიიდან გამოვედი და შევნიშნე, რომ გაჩერებაზე ახალგაზრდა გოგონა არაბუნებრივად ტრიალებდა. ჩემსკენ რომ მობრუნდა, თვალები ზევით ჰქონდა ატრიალებული...

    ორი ნაბიჯით გავჩნდი მასთან, რადგან მივხვდი, მანქანის სავალ ნაწილზე წაიქცეოდა. ჩავბღუჯე, მაგრამ სიმძიმის გამო ვერ შევაკავე და მხოლოდ ის მოვახერხე, რომ სავალი ნაწილის მხრიდან დავუდექი, რომ მანქანა

    არ დასჯახებოდა და მიწაზეც რბილად დაეშვა... მივხვდი, ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა...

    ცოვრებაში პირველად ვიყვირე – მიშველეთ-მეთქი... ხალხი მოგროვდა... მანქანები ჩერდებოდნენ და ხალხი დასახმარებლად მოდიოდა...

    მამაკაცები აქტიურობდნენ, რამდენიმე მათგანი მუხლებით მიწაზე დაეშვა, – შვლო, შვილოო, – ეძახდნენ და პირს უხსნიდნენ...

    ერთი მანქანიდან მძღოლი მოვარდა – შვილი მყავს ეპილეფსიით ავად და ვიცი, როგორ მივხედოო…

    ვიღაც თავქვეშ ხელს უდებდა, ვიღაც ტანისამოსს უსწორებდა, ვიღაცამ მაღაზიიდან დაშლილი ყუთი გამოიტანა და იმაზე გადააწვინეს...

    მისი ტელეფონის მოძებნა გადავწყვიტე. ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და ტელეფონი ჩაბღუჯული.

    როგორც ჩანს, მიხვდა, ცუდად რომ ხდებოდა და დარეკვა ვერ მოასწრო... პირველივე აკრეფილ ნომერზე დავრეკე და დედა შემრჩა ხელში... მოვარდა გადარეული ქალი...

    რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, სასწრაფო და უამრავი ადამიანი. გოგონამ ადგომაც შეძლო და პატრულისთვის ”ჩვენების” მიცემაც...

    სასწაული ერთსულოვნების მომსწრე გავხდი... ვინც მამაკაცებზე ან ქართველებზე რამე ცუდს იტყვის, ჩავქოლავ ჩემი ხელით!" - წერს ჟურნალისტი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved