სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

    "ბოლო "კვირის აქცენტებმა" დამარწმუნა, რომ ნაცებს უკვე გამზადებული აქვთ სიები თუ ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში! მერე ნახეთ თქვენ ცოცხები და ხელკეტები! გვარამია ჭკვიანია და ფარავს რევანშის წყურვილს, დანარჩენები ვერ იკავებენ თავს და უკვე ფანტაზიებში მიდიან თუ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ აწამონ! ტიპები სისხლზე დაგეშილი აფთრებივით არიან, სულმოუთქმელები ელოდებიან თუ როდის შეგვყრიან ნახევარ საქართველოს გლდანის ციხის კარანტინში, როგორ დაგვიყენებენ ციხეების უფროსად გამწარებულ და ნაციხარ ბაჩო ახალაიას!

    ჭკვიანი და მოქნილი კაცია ბიძინა, იცის თუ ვინ უნდა ჰყავდეს ნომერ პირველ მტრად, იცის რაც არ უნდა გააფუჭოს მისმა მთავრობამ, სისხლსმოწყურებულ ნაცებს მაინც მას ამჯობინებს ხალხი! იცის და სარგებლობს ამითი. ამიტომ არის არხეინად მთელი "ოცნება". პარადოქსია, მაგრამ ბიძინას განადგურების მოსურნე ნაცები, "ოცნების" ხელისუფლების ერთადერთი გადამრჩენელი და მყარი საფუძველია! იარსებებენ ნაცები - იარსებებენ ქოცები, არ იქნებიან ნაცები - არ იქნებიან ქოცები!", - წერს ბრეგაძე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved