სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.05.2019

     GEM FEST-ის ფესტივალზე გარდაცვლილი 21 წლის ნათია თავართქილაძის დედა თიკო კობახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ღონისძიების ორგანიზატორს გიორგი სიგუას შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.

    „მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას… სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს… არც მისი ფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცად მოგაქვს თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე.

    21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედი მოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, მისი დედა დაასამარე სამუდამოდ. ასე რომ, პასუხი აგე სამ მიცვალებულზე. რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი, ამით ჩემს შვილებს არაფერი მოემატებათ. მიპასუხე, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ ვისუნთქო…

    პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი ,,ფესტივალის“ ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა, ზღვაში არ დამეხრჩოს-მეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა. მენატრები, დე! მაპატიე, ვიცი ბრაზობ, დედაშენი ასეთ დღეში რომ არის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ჰქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის… იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს და გადაარჩინე მათი ოჯახები.“, – წერს თიკო კობახიძე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×