რეზონანსი
21.05.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:„ჩვენსას არ ვიმჩნევთ!!! ზელენსკის სიტყვებით რომ აჭრელდა სააგენტოები: „მე ხატი არ ვარ, შვილების ფოტოები დაკიდეთ", რავა მარგველამ და სალომემ ხომ სულ კალთები დაგახიეს, არიქა დაგვკიდეთ კაბინეტებშიო!

ბოლო ავტოკრატი, ცერბერი და საკუთარ ოდიოზურობას გადაყოლილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო! მასთან ერთად დამთავრდა ეს ურაპატრიოტიზმი და პრეზიდენტის სურათით ტკბობის აუცილებლობა! მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ, რომ აი, უკვე მეორე პრეზიდენტს არ ამოყავს თვალში მაზოლები, ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ, რომ პრეზიდენტის კორტეჟი არ კეტავს ქუჩებს, არც იმას ვიმჩნევთ, რომ გიორგი და სალომე საკუთარი მუცლის გვრემის გამო არ უვარდებიან რესტორნებს და არ ახდენენ მთელი პერიმეტრის ბლოკირებას! არც იმას ვიმჩნებთ, რომ ერთი ყოფილი დურგლობს დუშეთში, მეორე მოქმედი კი ძაღლს ასეირნებს..

სამაგიეროდ დავინახეთ ზელენსკი! ეეჰ... ესაა დაუნახავი ქართველობა!" - წერს ლალი მოროშკინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×