რეზონანსი
22.05.2019

 მსახიობი თემო გვალია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ქალბატონო და ბატონო “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. ლიდერებო! როდესაც ხმამაღლა აანონსებთ რევოლუციას და ემუქრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ემუქრებით  საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობას და როდესაც  ძალით გვატენით თქვენს უნამუსო თავს, არ დაგავიწყდეთ ამ დროს ხალხი! ხალხი, რომელიც თქვენზე გაბრაზებულია და რომელსაც ბოდიშიც კი არ მოუხადეთ თქვენს მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის! 

და თქვენ როგორ გესახებათ თქვენს მიერ დაანონსებული რევოლუცია? დაიძრებით ზუგდიდიდან და ხალხი ისევ ვარდებით ხელში შეგხვდებათ გზადაგზა, როგორც ეს 2003 წელს მოხდა? არა ბატონებო! გაფრთხილებთ, ხალხი არ გამოიყვანოთ წყობიდან, თორემ მერწმუნეთ, თქვენთვის სასიკეთოდ არაფერი მოხდება!

ეს ხალხი უყურებს თქვენს ქმედებებს, თქვენს დაუოკებელ სურვილს, ისევ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და ისევ დაიწყოს დაჭერები, დაშანტაჟება, მკვლელობები, ტერორი.

ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! 

ამ მთავრობასაც მინდა მივმართო, როგორც რიგითმა მოქალაქემ: ნუ ცდით ხალხის მოთმინებას! კანონმა იკანონოს ყველასათვის ერთნაირად! კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს! არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. მოხვედით ხალხთან ერთად და კეთილი ინებეთ ხალხს ემსახურეთ და არა რომელიმე სხვა ქვეყანას თუ პარტიას! იმას რასაც მე არასოდეს მაპატიებთ, ნუ პატიობთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თუ მხარდამჭერებს! ასეთ რამე-რუმეებზე ხალხი ძალიანაა განაწყენებული.

ენის თლიფინით საუბარს შეეშვით ტერორისტებთან და ქვეყნის მტრებთან და კანონებს ეცით პატივი! მოუსმინეთ ხალხს!!”– წერს თემო გვალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×