სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.07.2019

     ასტროლოგი რამაზ გიგაური ივლისის თვის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

    ივლისი – 2019 წლის პირველი რთული „კარიბჭეა“ (მეორე სექტემბრის მესამე დეკადაში და ოქტომბრის პირველ-მეორე დეკადაში იქნება), ამიტომ ამ თვეში მნიშვნელოვანი მოვლენების რეალიზაციის ან გაუარესების ალბათობა ძალიან მაღალია (ეს საგრძნობი იქნება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებში).

    განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი და კრიზისული იქნება ივლისის პირველი და მეორე დეკადა, ამიტომ 1-20 ივლისის შუალედში წინდახედულობისა და ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო (პიკი: 4-17 ივლისი).

    ივლისში ძირითად ფონს ქმნის მერკური-მარსის კვადრატული ასპექტი ურანთან – ეს იქნება მენტალური და ფიზიკური სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, საკუთარი უფლებების დაცვა. ადამიანებში მოიმატებს რევოლუციური განწყობა, გაძლიერდება დესტრუქციული ქმედებების ალბათობა, ეს კი შექმნის მიღწეული მდგომარეობის დაკარგვის საფრთხეს.

    დამატებითი ნეგატიური ფონი იქნება სატურნი-პლუტონის შეერთება, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის პროგნოზში აღვწერე (ციტატა ივნისის პროგნოზიდან: „7-22 ივნისი: სატურნი-პლუტონის შეერთება. შეიქმნება შინაგანი დაძაბულობა. გაჭირდება კონცენტრაცია. მოიმატებს შინაგანი პროტესტის განცდა, რამაც შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები შექმნას. მოსალოდნელია პიროვნების და კოლექტივის დაპირისპირება, მოსალოდნელია სისტემური შეცდომების დაშვებაც“).

    სატურნი-პლუტონის შეერთება ივლისში უფრო სუსტად გამოვლინდება, თუმცა მას დაუპირისპირდება მზე, ეს კი გააძლიერებს დოგმატურობას, სწორხაზოვნებას, სხვების კონტროლის სურვილს, რაც შეიძლება დამატებითი ნეგატიური იმპულსიც გახდეს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ისევ და ისევ ივლისის პირველ და მეორე დეკადაში.

    23 ივლისიდან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება. თუმცა ისევ ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო თვის ბოლოს (29-31 ივლისი)", აღნიშნავს ასტროლოგი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved