სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.10.2019

     (რეზონანსი) მამა პეტრე კოლხი ფეისბუქზე ემოციურ ამბავს ავრცელებს. ის მის მეგობარ ოჯახზე ყვება, რომელიც დეკანოზის თქმითვე, ხელმოკლედ ცხოვრობდა.

    „ერთ ოჯახს ხშირად ვსტუმრობდი. ძალიან პატიოსანი, ღირსეული, თავაზიანი, განათლებული ადამიანები არიან. მსიამოვნებდა მათთან შეხვედრა და საუბარი...

    ბევრს ვსაუბრობდით პოეზიაზე, ზოგადად ლიტერატურაზე, ხელოვნების სხვა დარგებზე. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. რაც შემეძლო, მიმქონდა. არც ის მინდოდა, თავი უხერხულად ეგრძნოთ. ცოტა ხანი ჩავარდნა გამოგვივიდა. რაღაცები მიეწყო ერთმანეთს და შეხვედრები გადაგვედო.

    მოულოდნელად ოჯახის უფროსი დამიკავშირდა, მეორე დღისთვის შეხვედრა დავთქვით. დრო ჩავინიშნე. სახლში ერთად უნდა გავსულიყავით. ხუთი წუთით ადრე მივედი, დავრეკე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ცოტაც და წასვლას ვაპირებდი, რომ გამოჩნდა. მის მეუღლეს საოცარი სუფრა გაეშალა, ბევრი სიხარული და ღიმილი დამხვდა. მეც ბედნიერი ვიყავი, ვიფიქრე, უკეთესი პირობები აქვთ, მეთქი. მოგვიანებით, სხვათაშორის გავიგე, ჩემთვის რომ სადილი დაეხვედრებინათ ტელეფონი ლომბარდში ჩაუბარებიათ.ასეთი ოჯახები არასდროს გაიწირებიან. ასეთებთან ცხოვრობს ღმერთი!..",- წერს პეტრე კოლხი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×