რეზონანსი
11.10.2019

 გადაცემში „ვიზიტორი” მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, სხვა თემებთან ერთად, ევას ამბავზე და განქორწინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ევას ამბავმა დაანახა რამდენად ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი.

"სწორედ იმ პერიოდში მივხვდი, რაოდენ ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი. ჩემს სოციალურ გვერდებზე არაფერს ვშლი, გადავავლე თვალი იმ პერიოდში სხვადასხვა ადამინის მოწერილებს. ადამიანები მეუბნებოდნენ, ასე რომ იქცევი, იმსახურებ ამ განსაცდელსო, ახლა კი მებოდიშებიან და თავიანთ სისასტიკეს აღიარებენ, თუმცა ახლა გვიანია, არავის ნუგეში არ მჭირდება. ყველაფერი კარგად დასრულდა, ევა ახლა პრველ კურსზეა და ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება, როგორც ჩემს არჩევანში არ ჩაერივნენ ჩემი მშობლები, ანალოგიურად არ ჩავერევი ევას არჩევანში, მან უკეთ იცის, რა სჭირდება. 

მაშინ გაიგეს ჩემი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა. ხელი გავაწერე და ახლა იუსტიციის სახლიდან მოვდივარ" - ამბობს შორენა ბეგაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×