რეზონანსი
07.11.2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულ გოგონას, მაკო გომურის პოსტს გამოეხმაურა, სადაც გოგონა ამბობს რომ 4 თვე გავიდა შემთხვევიდან და ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა, ასევე წერს რომ პროკურატურიდან დაურეკეს და კითხეს მანამდე თვალზე რაიმე პრობლემა ხო არ გქონიაო. ყოფილი პრეზიდენტი ივანიშვილს ადანაშაულებს.

"მე მამა ვარ და ივანიშვილიც მამაა, მაგრამ ივანიშვილს რომ მართლა ესმოდეს, თუ რა არის შვილების სიყვარული, ამ გოგოს ასე არ მოექცეოდა"- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×