სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2019

     ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საკუთარ შიშებზე, სიზმრებზე და სიყვარულზე ალაპარაკდა.

    როგორც ცაგარელი ამბობს, ადრე ეშინოდა სიკვდილის, ახლა კი - აღარ.

    "ძალიან ბევრი მედიტაციური პრაქტიკა გავიარე და ვნახე, რომ, თურმე, სული უკვდავია, ასევე, შესაძლოა, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ელემენტები დაინახო და არის სხვა სამყარო. თუ ადამიანს აქვს უნარი, გახსნას მესამე თვალი და გავიდეს იმ სამყაროში, ეს ყველაფერი მისთვის არსებობს. სულს მოგზაურობა შეუძლია ყველგან, სადაც უნდა, აბსოლუტურად თავისუფალია  სხეულისგან და არის საოცრად მსუბუქი"- ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

    ასევე "თბილისელებთან" მიხეილ ცაგარელი სიზმრებზეც საუბრობს, მისი თქმით სიზმრები არის, როგორც სარკე, სამყაროებს შორის მოსაზღვრე ენეგრია.  "სიზმრები ბევრ ადამინს უხდება და ეს არაა შემთხვევითობა. პირადად მე იშვიათად მესიზმრება, მაგრამ მისრულდება ხოლმე. სანამ ბავშვი შემეძინებოდა დამესიზმრა, რომ სასწაულებრივი ნათება იყო და ზემოდან თოვლის გუნდასავით გადმოაგდეს. ხელზე რომ დაეცა, ძალიან ლამაზი ლეკვი აღმოჩნდა. მალე ბავშვის ამბავი გავიგე, - ამბობს ასტროლოგი.

    სიყვარული კი ძალიან სახიფათო რამეა. "ყველა გვეუბნება, რომ სიყვარული აშენებს, უდაოდ, მაგრამ ასევე, მან შეიძლება, მნიუშვნელოვანი რამ: პირველი ფიზიკური ერთიანობა - უნდა გქონდეთ საერთო ფიზიკური ტემპერამენტი, მეორე - სულიერი ერთიანობა, როცა ადამინს უყურებ და გრძნობ,რომ შენია და მესამე - მენტალური გონებრივი ერთიანობა, როცა მასთან არ გბეზრდება საუბარი, ამოუწურავი საერთო თემები გაქვთ. აი, ეს სამი რამ თუ გაგაჩნიათ, მაშინ თქვენ ნამდვილად გაქვთ ჭეშმარიტი სიყვარული", - აღნიშნა ცაგარელმა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×