რეზონანსი
03.12.2019

  „ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ის, რომ გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის, ნინო ბურჯანაძის, დათო უსუფაშვილის და ირმა ინაშვილის ინტერესები ამ მომენტში ერთმანეთს დაემთხვა, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე იმაზე უკეთესი გახდა ვიდრე იყო.

ყველა იგივეა. ზუსტად იგივე.

ერთმანეთი ახლაც მაგრად არ ევასებათ.

ინტერესი აქვთ საერთო - პროპორციული არჩევნები.

ესაა ამ მოძრაობის ძალა, რომ ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთის მოძულე ფიგურის ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა.

მათი ე. წ. ერთიანობაც მხოლოდ იმისთვისაა, რომ იმ მიზანს მიაღწიონ, რაც საშუალებას მისცემს, თავთავიანთ გზას გაუყვნენ."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×