სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    04.12.2019

    ლაშა ჩხარტიშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი:

    "ლაშა ჩხარტიშვილის წერილი იზოლატორიდან

    უკვე მე-12-დ , უკვე მე-3 ხელისუფლების პირობებში, ისევ პოლიტიკური ნიშნით დამაპატიმრეს. გრძელდება ნამდვილი „1984" . როგორც ჩანს, ისევ ცდილობენ გაგვიკონტროლონ „ფიქრები" და ჰიპოთეტური საფრთხისთვის, 1984 წელსვე მიღებული კოდექსით გვასამართლებენ.

    ეგ არაფერი, ეს დღეები მალე გავა, ამით კი მხოლოდ ის გამოჩნდა, რომ ივანიშვილს ამის გარდა სხვა არაფერი დარჩენია, ეს კი აშკარად აგონიის ნიშანია და მეტი არაფერი.

    მსგავსი კინო უკვე ბევრჯერ გვინახავს და ისიც გვინახავს, თუ როგორ პასუხს იღებენ უზურპატორები პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ.

    თქვენ კი მადლობა გულწრფელი ბრძოლისთვის და მხარდაჭერისთვის!

    უდიდეს თანადგომას ვგრძნობ, ახლაც წინ მილაგია ის უამრავი ნივთი, რომლებიც მეგობრებმა გამომიგზავნეს. მათ შორის 3 საოცარი წიგნია - ჭეიშვილის „ცისფერი მთები", კაფკას „პროცესი" და ორუელის „1984" - თითქოს ეს ჩემი მოკრძალებული ციხის ბიბლიოთეკაც ერთგვარი პოლიტიკური აქტია და ყველაფერი იმის მანიშნებელი, რომ ივანიშვილის საქმე წასულია!

    სიმართლე ჩვენ მხარესაა და იდეას, რომელიც გვაერთიანებს ბოლომდე დაცვა სჭირდება!

    ასეც იქნება, მჯერა!

    მეც მალე გამოვალ და გაასმაგებული ძალიათ გავაგრძელებ ბრძოლას უზურპატორი, ცრუ ბიძინას წინააღმდეგ!" - წერს ჩხარტიშვილი

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (04.12.2019)
    VAI SHENS PATRONS!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×