რეზონანსი
04.12.2019

საქართველოდან გაქცეული დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა "უტყდება" რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა "შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ". მინდა გავიმეორო "შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ"

სხვა თუ არაფერი ნუთუ ის, რომ ბოლო გამოკითხვებში (Edison Research) 60% ღიად ამბობს, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში, ამ ხალხს არ ეუბნება რომ ელექტორალურად მათი პოზიცია მათვე აზიანებს." - წერს სააკაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×