რეზონანსი
12.02.2020

ხათუნა ჟორდანიას ფილტვში სიმსივნე დაპატარავდა. ამ სასიხარულო ამბავს თელ-ავივიდან ზურა ხაჩიძე "პრაიმტაიმთან" ჰყვება.

ამჟამად ისრაელში ხათუნა გადასხმის მორიგ კურსს გადის. 15 თებერვალს კი ამ წყვილის სიყვარულის ისტორია 16 წელს შეკრავს. ბევრი ეტაპი გაიარეს, დაკვირვების, დასკვნების, ჭორების, ავი ხმების...

,,რავის განკითხვას არ დავიწყებ. მაგრამ მუდმივად ამბობდნენ - დღეს თუ ხვალ ეს ოჯახი დაინგრევაო... მაგრამ ყველაფერი კარგად არის. 16 წლის თავზე ჩვენ ისევ ერთად ვართ. ის განსაცდელი, რომელიც დღეს ჩვენს ოჯახშია, მოვერევით და ხათუნა გამოჯანმრთელდება. უფლის იმედი მაქვს. ხათუნა ძლიერია და მჯერა, ამ ვერაგ დაავადებას მალე დაამარცხებს. ძალა ნაპოვნი აქვს, კიდევ უფრო გამყარდება რწმენაში. შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ულაპარაკია, მაგრამ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთია მონასტრის მშენებლობისთვის ჩატარებული ღონისძიება, უწმინდესის კურთხევით. საგურამოს დედათა მონასტერში კელია აქვს გარემონტებული და მოწყობილი. დადის ეკლესიაში, ეზიარება. დავდივართ ძამას ხეობაში, ქარელში, ბერთან, მამა ნაუმისთან. ბევრმა იცის, რომ მას თავისი ლოცვით ბევრი ადამიანი ჰყავს განკურნებული, მათ შორის სიმსივნით დაავადებული. ის ხათუნას ლოცავს და ეუბნება, ძალიან მალე დაამარცხებ ამ სენსო... შაბათის ლოცვებზე ხშირად დადის მის უწმინდესობასთანაც" - ამბობს ზურა ხაჩიძე

როგორც ზურამ  აღნიშნა, ხათუნას ფილტვში სიმსივნე ზომაში ძალიან დაპატარავებულია. რამდენიმე დღის წინ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა და ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაიბარა.

 

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×