რეზონანსი
21.03.2020

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა! მადლობა კორონას" - ეს სიტყვები პარლამენტის წევრს ემზარ კვიციანს ეკუთვნის.

კვიციანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კორონავირუსის „სიკეთეზე" წერს.

„უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა, ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებული სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა.ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა. მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა, მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ. მადლობა ჩემო მტერო კორონა საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!

პ.ს. ჩემო აფხაზო ძმებო და დებო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო ჩავთვალოთ რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვენთან დაპირისპირება! ნუ შეუშლით რუს, აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს, მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში. უფალს ებარებოდეთ", - დაწერა საკუთარ ფეისბუქზე ემზარ კვიციანმა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ია   (21.03.2020)
შორს,და ტყუილი რა თქვა?

Sos   (21.03.2020)
მმარტლაც და შე კორონავ. საიდან ასეთი აზრებიიიიი ვაი შენს პატრონს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×