რეზონანსი
03.04.2020

მომღერალი ნინა სუბლატი, ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ფოტოს, სოციალურ ქსელში შემდეგი დასათაურებით ავრცელებს:

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ხოლმე უზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ... რა საქციელია ეს ქალბატონო", - წერს ნინა სუბლატი.

სუბლატის ამ პოსტს ბევრი ადამიანის კრიტიკა მოჰყვა, კომენტარებში უმრავლესობამ ეზუგბაიას ინტერესები დაცვა და მაკიაჟზე აქცენტის გაკეთებას უადგილო უწოდა.

ამ და სახვა მსგავსი შინაარსის კომენტარის შემდეგ სუბლატმა კომენტარებში თავის პოსტს ხუმრობა უწოდა.

"ხალხო, მოდით ან გაიგეთ უწყინარი ხუმრობა და ან ჩასქროლეთ რაა, ჩემი ოჯახის წევრს მაინც არ ჰქონდეს კორონა, რამენაირად თქვენზე მეტი სადარდებელი მაქვს", - დაწერა მომღერალმა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×