რეზონანსი
07.04.2020

ვერძი - წარმატება ელოდება მათ, ვინც ერთ ადგილს არ ტკეპნის და აქტიური პოზიცია უკავია მიმდინარე მოვლენების ირგვლივ. იზრუნეთ სიმშვიდესა და ემოციურ ბალანსზე.

 

კურო - ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ კონკურენტებთან, აკონტროლეთ ფინანსური ხარჯები.

 

ტყუპები - შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გაუმკლავდეთ გუნება-განწყობის ხშირ ცვალებადობას, იყავით უფრო ოპტიმისტი და თავდაჯერებული.

 

კირჩხიბი - იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფთა მიმართ. პირად საქმეებში საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ და ნუ ინერვიულებთ ყოველ წვრილმანზე.

 

ლომი - არის ალბათობა უფრო პროდუქტიული გახადოთ თქვენი ბიზნესი, ყურადღება გაამახვილეთ უცხოეთთან კავშირებზე.

 

ქალწული - ისწავლეთ ფულის გონივრული ხარჯვა და საქმეში სწორად დაბანდება, იფიქრეთ თანამშრომლობის თემებზეც.

 

სასწორი - ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მიჰყევით ჩვეულ რიტმს და არ დაგავიწყდეთ დასვენება.

 

მორიელი - აკონტროლეთ ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ კამათი და განხეთქილებები, ერიდეთ უხეშ და კრიტიკულ გამოთქმებს და შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები.

 

მშვილდოსანი - ენდეთ საკუთარ ძალებს და შეეცადეთ უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყაროთ თანამოაზრეებთან და ერთიანი ძალით იბრძოლოთ საერთო საქმისთვის.

 

თხის რქა - უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია რაღაც საკითხების გარკვევა ან შესაძლოა საცხოვრებელი საკითხის თუ პრობლემების გადაჭრა დადგეს დღის წესრიგში.

 

მერწყული - მოულოდნელ შეხვედრას ელოდეთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენზე, იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ და გააგრძელებთ თუ არა სამომავლოდ ურთიერთობას.

 

თევზები - ნუ შფოთავთ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერი ადრე თუ გვიან მთავრდება. მალე შვებას იგრძნობთ, პატივისცემა და დაფასება დიდ ძალას შეგმატებთ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×