რეზონანსი
29.06.2020

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ბერეჟიანი, ნიკა გვარამიას მიმართავს:

"Nika Gvaramia! შენს გამოსვლას ვუცქირე, სადაც იმ საწყალი შაქარაშვილის მკვლელობაზე ლაპარაკობდი. ძალიან მაგრა ილაპარაკე, ცრემლი მომადგა ლამის.... 2008 წლის დეკემბრის ყინვიან დღეს, ორთაჭალის "რესბალნიცის" ქირურგიული კორპუსიდან ჩემს კორპუსში მივდიოდი, როცა რაღაც მანქანამ გადამასწრო და კორპუსის კარებთან გაჩერდა. საკაცით პატარა ბიჭი გადმოიყვანეს და მიმღებში შეიყვანეს. მძღოლს ვკითხე რა ხდება თქო. "ღარიბ ოჯახშიო დაბადებული ბიჭი იყო, რაც სულაც არაა სირცხვილი, პირიქით", ნიკა გვარამიას სიტყვიდან, "მას მოტივაცია უფრო ჰქონდა წინსვლისაკენ...". დედა ჰყავდა მძიმედ ავად, წამლის ფული არ ჰქონდათ. სპილენძი იპოვნა და ჯართში ჩააბარა - სამი წელი მიუსაჯეს 3 კილოგრამი სპილენძის "მოპარვისათვის" 17 წლის ბავშვს. გლდანში ჯალათებმა კბილი მოუსინჯეს, საშინლად ბინძური სიტყვებით მოუკითხეს დედა და ოჯახის წევრები, რაზეც პასუხი მიიღეს. სასტიკად სცემეს. იმ ჯალათების შემდეგ მორიგეობაზე იგივე მოხდა. როცა მესამედ შეაგინეს ცემისაგან მწოლიარე ბავშვს - ბიჭმა გაჭირვებით, დახეთქილი ტუჩებიდან და დალეწილი ყბებვიდან ძლივს გამოსცრა "თქვენი დედაცო..". 12 ჯალათმა აბანოში გაათრია ბავშვი, ვერ დადიოდა. ფეხებში ჩაკიდეს ხელები და ისე წაათრიეს. სისხლში გათხვრილი სხეული დააგდეს საკანში და წავიდნენ. თანამესაკნეების დახმარებით ფეხზე წამოყენებული ბიჭი ტუალეტში შევიდა. ბიჭებმა ეჭვი აიღეს და ბეწვზე მიუსწრეს - როცა ჩამოხსნეს საკუთარ პერანგზე ჩამოკიდებული ბავშვი, ის ცოცხალი იყო. მიხვდნენ ბიჭები, რომ ღირსება დაკარგული ვერ იცხოვრებდა ღირსებით აღსავსე.

-მორიგე ექიმმა უარი განაცხადა მომაკვდავი ბავშვის მიღებაზე:-ეს მაინც მოკვდება და მე რატომ დავიწერო "ლიშნი ტრუპი?"გამწარებული მივვარდი ექიმს: -რას შვებით? გაგიჟდით, მიხედეთ ბავშვს!

მაგრად არ მცემეს რამდენჯერმე მომცხეს და კიბის უჯრედზე შემაგდეს. როცა ჩემს უკან კარი დაიკეტა, ხმა გავიგონე - მოკვდაო. ღირსებით აღსავსე ბიჭი "ლიშნი ტრუპად იქცა". ცხედარი დედას გადასცეს, სიტყვებით, "არ დაგავიწყდეს მეორეც რომ გყავსო". 2012 ის მერეც არ იჩივლა ოჯახმა, ისევ ის ხალხია ყველგან, გვეშინიაო. ბატონო ნიკა, რამდენი ასეთი "ლიშნი ტრუპებია" თქვენს კისერზე, ვინმემ იცის? ყალბად ჟღერს ნაცხროვის წევრისაგან, ნამდვილად მაგრად ნათქვამი სიტყვები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილზე თქვი!“

დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
1234   (30.06.2020)
ასეა, სამი წელი მიუსაჯეს სამი კილო სპილენძის მოპარვისთვის მაშინ როცა თავად ამ გვარამიამ სახელმწიფოს მილიონები მოჰპარა გადასახადების არ გადახდით. პოლიტიკური კრიშის გამო დღეს გარეთ არის, ჟურნალისტია ბიჭი. რა სტადიაშია მისი საქმის გამოძიება? შეწყვიტა პროკურატურამ ხომ? რატომ? ამერიკის მთავრობას დაჰპირდნენ თუ პოლონეთის? ამიტომ არ უნდა შეეწყალა ზურაბიშვილს უგულავა და ოქრო. 50 მილიონი მოიპარა, მაშინ როცა ათიათასჯერ და ასიათასჯერ ნაკლების მომპარავი ხალხი ციხეშია. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს! თუ პოლიტიკური კრიშები არ დამთავრდა, ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე იტრიალებს, ნაცი იქნება თუ ქოცი. 50 მილიონის და მეტის მომპარავს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს რომ გავლენა იყიდოს, ამერიკის სენატორი იქნება თუ პოლონეთის პარლამენტის წევრი. ქართველმა საზოგადოებამ პირველ რიგში თავის კანონმდებლობას და ქვეყნის სუვერენიტეტს უნდა სცეს პატივი და მერე უსმინოს ფოტიგებს, რიშებს და სხვა ათასი რჯულის უცხოელს პოლიტიკოსებს.

მედეა   (30.06.2020)
ჭორლეონე, ულტრა, ლ ი ნ დ ა, სტატუსქვო---სად ხართ? გთხოვთ,გამოეხმაურეთ ამ ტექსტს! ელენე ხოშტარიამ წაიკითხა იგი? ფეხებზეც დაიკიდა? საწყალი--" ამ ცხოვრების დედაც"დამწერისგან განსხვავებით--აქ აღწერილია ცემისგან მოკლული ბიჭის ამბავი! ამერიკაში მსგავს სიმხეცეს რაც მოყვა ხომ ვნახეთ! გ ვ ა რ ა მ ი ა აქეთ გვმოძღვრავს, ვაი, ვაი, ამ ყოფას!

bumerangi   (29.06.2020)
GVARAMIA,SAAKASHVILO,BOKERIA,UGULAVA,NANUKA,da kvela Nacxrova,TQVENC GKAVT SHVILEBI,TQVENI CODVEBI amdzimebs tqvens ojaxebsa da shvilebs,aravin icis vis ra daemarteba,an ras gvimzadebs gangeba,Tqven xart dawkevlili wkeuli "ZONDEREBI"!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×