სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    15.06.2018

     ნებისმიერი საფეხბურთო მსოფლიო პირველობის წინ არაერთი წინასწარი პროგნოზი გამოითქმება. გამონაკლისი არც გუშინ დაწყებული ჩემპიონატი აღმოჩნდა.
    ცნობილი შვედი მოთამაშე ზლატან იბრაგიმოვიჩი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა და რუსეთში მხოლოდ ტურისტის სტატუსით აღმოჩნდა. „ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელის პროგნოზით, მიმდინარე ჩემპიონატს რუსეთის ეროვნული გუნდი მოიგებს.
    ამისი მიზეზი შვედმა შემტევმა არ ახსნა. ალბათ ეს მაინც მის კაპრიზსა და მასპინძლების გულის მოგებას უნდა დავაბრალოთ.
    რუსეთს წარმატება, ოღონდ ნახევარფინალში გასვლა უწინასწარმეტყველა თურქეთის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ. რუმინელი ფეხბურთის სპეციალისტის აზრით მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდება.
    უფრო „ობიექტური" წინასწარი პროგნოზები გააკეთა ქალაქ პერმის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიქტორ ზაკოპაილოს მიერ შექმნილმა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტმა. მან მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება გერმანიის ნაკრებს მიანიჭა. მეორე მესამე პოზიციებზე კი ბრაზილია და არგენტინა აღმოჩნდებიან.
     საინტერესოა, რომ იბრაგიმოვიჩისა და ლუჩესკუს მიერ „რეკლამირებული" რუსეთის ნაკრებს „ჭკვიანმა მანქანამ" მხოლოდ მერვედფინალამდე მისვლა უწინასწარმეტყველა. ამ სტადიაზე რუსები ესპანეთს შეახვედრა და წაგებაც გამოუწერა.
    გხვდება არაორდინალური პროგნოზებიც. კოსტა რიკის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის" მეკარე კეილორ ნავასს სჯერა, რომ მისი სამშობლოს ეროვნული გუნდი ... მუნდიალის მოგებას შესძლებს.
    „გულის სიღრმეში მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. რა თქმა უნდა ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერს მიაღწევ, თუ სწორად იმუშავებ", - განაცხადა კეილორ ნავასმა.
    ცნობილმა კვლევითმა კომპანია „გრეისნოტმა" მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილეთა შანსები გამოთვალა და საბოლოო შედეგები იწინასწარმეტყველა.
    დიდი უპირატესობით ტურნირის უმთავრესი ფავორიტია ბრაზილიის ნაკრები. ამ გუნდის ჩემპიონობის შანსი 21 პროცენტს შეადგენს. დაახლოებით 10 პროცენტი აქვს ესპანეთს, 8-8 პროცენტი - გერმანიასა და არგენტინას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved