ნატალია ჯვარიძე 13.01.2026

ირანში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა მთლიანად რეგიონისა და მათ შორის საქართველოსთვისაც ახალი გამოწვევები გააჩინოს. საქართველოს შემტხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების გავლენა საქართველოზე მაინცდამაინც დიდი არ იქნება.
თამთა ჩაჩანიძე 13.01.2026

სომხეთსა და რუსეთს შორის ვითარება იძაბება. რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ სალავიოვის განცხადებას, რომ უკრაინის შემდეგ კიდევ ერთი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" სომხეთში უნდა ჩატარდეს, ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი მოყვა. რუსეთის ელჩს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ირმა ჩიტაია 12.01.2026

ზამთრის კურორტები დატვირთვას ვერ უძლებენ, მიზეზი არახელსაყრეელი ინფრასტრუქტურაა. ამ მხრივ პრობლემებია ბაკურიანში, გუდაურში და სხვაგანაც. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ თითქმის ყველგან, იმაზე მეტი დამსვენებელია, ვიდრე კურორტს ამის რესურსი გააჩნია. ამიტომაც, ჰოტელიერები აცხადებენ, რომ გასააქტიურებელია მუშაობა, რათა კურორტებმა დამსვენებლების უპრობლემოდ მიღება შეძლონ.
თამთა ჩაჩანიძე 12.01.2026 
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი, ის ბრალის აღიარებისთანავე სასამართო დარბაზშივე დააკავეს. მანამდე საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახით 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაეკისრა 1-მილიონიანი ჯარიმა, ამასთან ჩამოერთვა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დაახლოებით 6.5 მლნ დოლარის ოდენობის თანხა.
თამთა ჩაჩანიძე 12.01.2026 
"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად თავს არიდებს აშშ-ს ხელისუფლების მისამართით მკვეთრ განცხადებებს, თუმცა, ამავე დროს ევროკავშირს და ევრობიუროკრატიას განსაკუთრებით აკრიტიკებს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, "საქართველოს სიფრთხილე მართებს", ნაწილი კი ამბობს, რომ "ოცნება" ბოლო მოვლენების ფონზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დუმილს ამჯობინებს, რომ არ დაწვას საბოლოოდ ხიდები და "კიდევ იზოლაციაში არ აღმოჩნდეს".
თამთა ჩაჩანიძე 11.01.2026 
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია უკვე დამარცხებულად გამოაცხადა. მათი შეფასებით, ახალი წლის დადგომასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში „ახალი ეპოქა" დაიწყო. "მოკვდა" თუ არა დღეს რეალურად საქართველოში ოპოზიცია და რა იქნება ამისი საბოლოო შედეგი?
თამთა ჩაჩანიძე 11.01.2026 
საქართველოს ხელისუფლება ბრიტანული მაუწყებლის, „ბი-ბი-სის" წინააღმდეგ საჩივრის შეტანას „უახლოეს დღეებში" აპირებს, პროცედურის თანახმად, ჯერ ბრიტანეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას მიმართავს და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, დოკუმენტის შესატანად ვადა ჯერ კიდევ აქვთ და პროცესი ხელოვნურად არ ჭიანურდება.
ნატალია ჯვარიძე 10.01.2026 
მმართველი პარტია აპირებს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და 9 სამინისტრო არსენალის მთაზე გადაიტანოს. 10 იანვარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა. რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება და ხომ არ დგას ამის უკან რაიმე პოლიტიკური კონტექსტი?
ნატალია ჯვარიძე 10.01.2026 
ირანში ვითარება კვლავ დაძაბულია და ჯერჯერობით მთავრობა სიტუაციას ვერ ასტაბილურებს. ორი კვირის წინ დაწყებულ ანტისახელისუფლებო პროტესტს სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დემონსტრატები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებისა და გარდაცვლილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნებას ითხოვენ. ფეჰლევი უკვე გამოვიდა საგანგებო მიმართვით ირანელებისადმი. იგი ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს და ირანში ჩასვლას აანონსებს.
რეზონანსი 09.01.2026 
მას შემდეგ, რაც ამერიკის პეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ორგანიზაციბის დატოვებაზე ხელი მოაწერა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მინიშნებები კეთდება, რომ შეიძლება ამ ნაბიჯს რაიმე ფორმით მიბაძონ. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ „ტრამპმა რა მიზეზებიც დაასახელა ორგანიზაციების დატოვებისთვის, რელევანტურია საქართველოსთვისაც".
ქეთო გოგოხია 12.01.2026 
ოქროს ფასი მიყოლებით რეკორდებს ხსნის. გაძვირების ტენდენცია იმდენად შეუქცევადია, რომ წლის ბოლოს ფასი, სავარაუდოდ, 5060 დოლარს მიაღწევს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო თითქმის 70%-ით არის გაძვირებული. ტენდენციას ხელს უწყობს ისიც, რომ ბოლო პერიოდში იგი, ფაქტობრივად, წამყვანი აქტივი გახდა და მისი საინვესტიციო ღირებულება ერთბაშად გაიზარდა. მოთხოვნა მატულობს საქართველოშიც, გაძვირების მიუხედავად, ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის რეალიზაცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
ქეთო გოგოხია 12.01.2026 
საცობების პრობლემა თბილისსა და ბათუმს გასცდა. ყველა დიდ ქალაქში გზებზე გადატვირთულობის გამო მოძრაობა მკვეთრად შეზღუდულია, სადღესასწაულო პერიოდებში კი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ეს ეხება ავტომაგისტრალებსაც, სადაც შაბათ-კვირას მოქალაქეებისთვის მგზავრობა 2-3 საათით და მეტითაც, ხანგრძლივდება. საცობები უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდშიც კი. ეს ზოგადად ცხოვრების წესზე ცუდ გავლენას ახდენს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, ვინაიდან ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ გაუვალი ქუჩები მიიჩნევა.
ირმა ჩიტაია 08.01.2026 
ინფლაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პროგნოზი საგანგაშო არ არის მაგრამ, ეკონომისტები ერთი ნაწილი ეროვნული ბანკის ოპტიმიზმს ეჭვის თვალით უყურებს, სხვები ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი პროგნოზი რეალურია და სავსებით შესაძლებელია ინფლაციამ კლება განაგრძოს და წლიური მაჩვენებელი ნავარაუდევ 3,5%-საც ჩამოსცდეს.
თამარ ვეფხვაძე 08.01.2026 
საქართველოს გავლით აზერბაიჯანი თურქეთს 33 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. ინფორმაცია, რომელიც 3 დღის წინ გავრცელდა, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა დაადასტურა. მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, რომელიც ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდე გაგრძელდება. ენერგეტიკოსების პროგნოზით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო მომგებიან მდგომარეობაშია, რადგან აზერბაიჯანი თურქეთს სამხრეთ კავკასიური გაზსადენის, ანუ ბაქო-თბილისი-ერზერუმის საშუალებით მიაწვდის. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას ტრანზიტის მოცულობა - 5% დარჩება. 33 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5% კი 1,6 მლრდ კუბურ მეტრზე მეტია, რაც უდავოდ წაადგება ქვეყნის ენერგეტიკას.
ქეთო გოგოხია 07.01.2026 
ლარის სტაბილურობას არც 2025 წელს ემუქრება საფრთხე. ფინანსისტები დადებითი ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებენ. მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსმა შეიძლება 2,65-2,67-ის ფარგლებში იტრიალოს. მათ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში მატულობს, რის პარალელურად ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას განაგრძობს.
თამთა ჩაჩანიძე 19.12.2025 
„ქართული ოცნება" „ალტ-ინფოს" და ოპოზიციურ ჯგუფებს უპირისპირდება და „იგლ ჰილსის" წინააღმდეგ კამპანიას ეკონომიკურ დივერსიას უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ჯგუფები სიცრუეს და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ვიდეოებით, რაც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ნატალია ჯვარიძე 12.01.2026 
თუ გრენლანდიას ჩვენ არ დავიკავებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს და არ ვაპირებ, ეს მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, თუ გრენლანდია შეერთებული შტატებთან შეთანხმებას არ დადებს, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი დაეუფლოს.
ნატალია ჯვარიძე 12.01.2026 
ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი არ ქრება - მომიტინგეები წვავენ სამთავრობო და სხვადასხვა დაწესებულებებს. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კი იზრდება. ქვეყანაში მეოთხე დღეა ინტერნეტი არ არის, რაც კიდევ უფრო ართულებს რეალური სურათის დანახვას. ირანის მთავრობა არეულობებში აშშ-ს ადანაშაულებს. პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებას ვაშინგტონტან დიალოგი სურს. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|