რეზონანსი
03.06.2026

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის კომენტირებისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშობლებთან დღეს შედგა პირველი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიცვალა მოსაზრებები და ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად მედიკამენტებთან დაკავშირებით.

„ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. თავიდანვე, შეხვედრის დასაწყისიდანვე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ზეგ დილამდე შედგება მეორე შეხვედრა, სადაც, იმედი გვაქვს, რომ ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს. ეს იქნება უკვე მეორე შეხვედრის მიზანი, რომელიც მაქსიმუმ ზეგ დილისთვის შედგება. იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტა გამოიძებნება ამ საკითხისთვის. ძალიან მგრძნობიარე საკითხია და პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან. იმედი გვაქვს, რომ ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×