ნატალია ჯვარიძე
12.10.2026

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს უკრაინული რაკეტები, რომელიც ოჩამჩირისკენ მიფრინავდა. ეს მსგავსი ტიპის პირველი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინა აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო სამიზნეებზე იწყებს დარტყმებს.

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2026

საქართველო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას - აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს, ევროკავშირი დიალოგის აღდგენას კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას უკავშირებს. ამ ფონზე რუსეთმა ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტსა და რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა, რასაც შესაძლოა უფრო ფართო ეკონომიკური ზეწოლის დაწყების საფრთხეც უკავშირდებოდეს.

ნატალია ჯვარიძე
12.10.2026

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ახლად შექმნილ ოპოზიციურ პარტიებს უპირისპირდება. მისი აზრით, ოპოზიციაში იქმნება ახალი პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, „ოცნების" სარჩელის საფუძველზე, 5 ოპოზიციურ პარტიის აკრძალვას ელოდებიან, რათა შემდეგ ოპოზიციურ ველზე მათი ნიშა დაიკავონ. ამ პარტიებსა და მათ ლიდერებს სააკაშვილი „იმბეცილოებს" უწოდებს, რომელთაც სურთ გახდნენ „ახალი მიშა" და ამ კონტექსტში მინიშნებას აკეთებს პარტია „ჯერ საქართველო"-ს დამფუძნებელ ვიქტორ ყიფიანზე.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2026

12-13 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე საუბრის მთავარი თემა აშშ-რუსეთის „დიზელის გარიგება" იქნება, რომელიც დასავლეთში მკვეთდად ნეგატიურად იქნა აღქმული. საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გაძიერებას აანონსებს. ამის ფონზე კი მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც არის შეტანილი.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2026

რუსეთში ზოგიერთი ქართული პროდუქციის შეტანა და რეალიზაცია შეჩერებულია და სავაჭრო ქსელებიდან მათი ამოღება უკვე დაიწყეს. 9 ოქტომბრიდან ამოქმედებული ემბარგოს ოფიციალურ მიზეზად „სანიტარიული ზომები" სახელდება, თუმცა ამის პრაქტიკულად არავის სჯერა, რადგანაც ამგვარ ზომებს კრემლი, როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლისთვის მიმართავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და რა კონკრეტულ დათმობებს ითხოვს მოსკოვი თბილისისგან, ამ თემაზე ანალიტიკოსებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ.

ნატალია ჯვარიძე
10.10.2026

პროკურატურამ პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა. პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ გააგრძელებენ წინააღმდეგობასა და სამართლებრივ ბრძოლას. დასრულდა თუ არა ციხის სკანდალი, რამდენად დააზარალა ამან ხელისუფლება და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში - ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი ნაწილივარაუდობს, რომ ამ ინციდენტს პენიტენციურ სისტემაში შიდა რეორგანიზაცია მოჰყვება.

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2026

„ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის არჩევნებში მარცხის მიზეზების გადაფარვას ცდილობს და საზოგადოებაში საკუთარი პოლიტიკური კრახის გამართლებას ეძებს, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ენმ-ს მიერ ციხის კადრების გამოძიების მოთხოვნაზე.

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2026

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია, ევროკავშირთან დიალოგის პერსპექტივა, პრემიერ ირაკლი კობახიძის შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებული ცნობები და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა - პოლიტიკური დღის წესრიგის აქტიურ თემებზე ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე საუბრობს. მისი აზრით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება, ოპოზიცია პოლიტიკურად დასუსტებულია, ხოლო 4 ოქტომბრის მოვლენები ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა გახდეს.

ნატალია ჯვარიძე
09.10.2026

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რკინიგზის დაგეგმილი მასშტაბური განახლების გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე ისაუბრა. მან მკაცრად გააკრიტიკა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია და ის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა. შეაფასა პაატა ბურჭულაძის შვილის სკანდალური განცხადებაც. ასევე, ყურადღება გაამახვილა საწვავის გაძვირებაზე და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აქციზის განაკვეთის შემცირება არ იგეგმება.

ნატალია ჯვარიძე
08.10.2026

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და დასავლური წნეხი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას ემსახურება, რაც რუსეთის ინტერესებშია. ის ირაკლი კობახიძის პრემიერობიდან გადაყენებაზე გავრცელებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამის საფუძველი არ იკვეთება. ამასთან, პოლიტიკაში ედუარდ სააკაშვილის შესაძლო გამოჩენაზე ფიქრობს, რომ ქარიზმატული ოპოზიციური ლიდერის საჭიროებიდან გამომდინარე, ლოგიკური საფუძველი ექნება.

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2026

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციაში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობს და ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 37 წინააღმდეგ წავიდა, 97-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2026

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ პოლიტიკური საუბრები კვლავ გააქტიურდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრეებიც არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მთავრობის მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილებამდეა მისული. მათი ვარაუდის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად კი, მთავრობის ბოლო სხდომაზე კობახიძის ვრცელი ანგარიში სახელდება, რომელიც ნაწილმა პრაქტიკულად შემაჯამებელ და შესაძლო გამოსამშვიდობებელ სიტყვად აღიქვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×