ნატალია ჯვარიძე
03.05.2025

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბელო პერიოდში ხშირად საუბრობს ხელისუფლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე. ეს რიტორიკა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაცმოძრაობამ" დატოვა სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი „წინააღმდეგობის ფრონტი". რეალურად რა დგას ამ განცხადებების უკან და რისთვის შეიძლება ემზადებოდეს „ნაცმოძრაობა"?

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2025

7 მაისს „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დიდი ალბათობით პრემიერ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ. კობახიძე პარტიას უკვე მეორედ ჩაიბარებს. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი ოფიციალურად 25 აპრილს დატოვა, მედიაში ორ კანდიდატურაზე იყო საუბარი - მოქმედ პრემიერსა და დედაქალაქის მერზე, თუმცა კახა კალაძემ ინფორმაცია თავადვე უარყო.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ამერიკა ჩვენთვის უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს, რადგან უკვე საქმის კურსშია.

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2025

ბოლო დღეებში "ქართულმა ოცნებამ" შესაძლო რევოლუციის მზადებაზე განცხადებები კვლავ გააქტიურა. როგორც "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, განცხადებებში უფრო ისაა მითითებული, რომ "მცდელობა გარედანაა". მისი თქმით, რევოლუციური სცენარი ჯერ კიდევ გვერდზე არაა გადადებული და ახლაც "სამუშაო მაგიდაზე დევს".

მარიამ ვეკუა
02.05.2025

საბოლოო კენჭისყრა - მომავალ კვირას „მეგობარი აქტს" აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე წარადგენენ, ამის შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა. მიიღებს თუ არა კონგრესისგან მხარდაჭერას აქტი და რა საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს აშშ-ს პრეზიდენტი.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2025

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 1-ელი მაისის მთავრობის სხდომაზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მონაცემებზე. მისი შეფასებით, ამ მხრივ პროგრესია, თუმცა ოპონენტები შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინის შექმნას.

მარიამ ვეკუა
01.05.2025

„ოცნებაში" ევროპის სახალხო პარტიის მიერ 30 აპრილს მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ „ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოსა და მის მომავალს", ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეზოლუცია „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მნიშვნელოვან მხარდაჭერას" წარმოადგენს.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2025

საგარეო უწყება რეფორმას მართლაც აპირებს, თუმცა ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მანამდე შესაძლო დიდ საკადრო წმენდასთან დაკავშირებით მედიაში მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილი ვრცელი წერილი გავრცელდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უქმდება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი და დასავლური პოლიტიკის ერთგულ 250 პირს ათავისუფლებენ.

მარიამ ვეკუა
30.04.2025

„ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს, ამისთვის მზადება დაწყებულია" - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზგასმით თქვა, რომ „ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია". ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის განცახდებას, წინა ანონსების მსგავსად ფიასკო ელის, მეორე ნაწილი კი ელის რომ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია, თუმცა ეს არის ე.წ. უხეში დათვლებით. უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის შეფასებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2025

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ამბობს, რომ ამერიკას ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია და ნატოს ევროპელმა წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე უნდა გაზარდონ.

ნატალია ჯვარიძე
30.04.2025

„ვაგზლის" ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათას კვადრატზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძარის გამო, რომელიც დილის 6 საათისკენ გაჩნდა არავინ დაშავებულა, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა ახლომდებარე კლინიკებში.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×