თამთა ჩაჩანიძე
25.01.2024

უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, ეს ვარაუდი ცოტა ხნის წინ „ოცნების" მხრიდანაც გაჟღერდა. თუმცა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლა ნაკლებსავარაუდოა, რადგან მას ლიდერობის პრეტენზია ექნება და „რომელიღაცა პარიტის ლიდერმა ტახტი უნდა გაუყოს", რაც არცერთი ძალის გეგმებში არ შედის.

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2024

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ლეგიტიმაციას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყავს. კალანდარიშვილის ოპოზიციონერი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველმა პარტია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა კანონმდებლობა, რადგან სხვა შემთხვევაში დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწორე ის იქნებოდა. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნებამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას და რისთვის ამზადებს საფუძველს ოპოზიცია დღეს ცესკო არალეგიტიმურობაზე საუბრით?

ელზა პაპოშვილი
24.01.2024

ვის და როგორ შეუძლია ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“? ანალიტიკოსთა შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენი 10 თვეში ახალი ე.წ. მესამე ძალის ფორმირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციაშიც აცნობიერებენ. მოქმედ პარტიებში კი, მათივე შეფასებით, არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელიც, საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შუაშისტებისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს.

ნაზი ბერიძე
24.01.2024

აპირებს თუ არა პარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე რეზოლუციის მიღებას? ამ წინადადებით ოთხშაბათს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოვიდა და შესაბამისი კომისიის სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზეც მმართველი პარტიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია.

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2024

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღავრგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს და ამისათვის ხელმოწერებს აგროვებს. ამ აქციის ორგანიზატორები „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" არიან. მათი შეფასებით, დღეის მდგომარეობით ქართველი ამომრჩევლების დაახლოებით მესამედი საზღვარგარეთ იმყოფება და მონაწილეობის გარეშე, 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ამის საპასუხოდ ცესკო კანონდებლობას იშველიებს და აცხადებს, რომ საფუძველი საარჩევნო უბნის შექმნის არის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აუცილებელი რაოდენობა - მინიმუმ, 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი.

ნაზი ბერიძე
24.01.2024

უნდა დაიწყოს თუ არა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები - ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით ახალი დისკუსია დაიწყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, კონკრეტული საფუძველის არსობობის შემთხვევაში, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდონ, მეორე ნაწილის აზრით კი, ეს დროისა და რესურსების გაუმართლებელი ხარჯვა იქნება, რომელიც ოპოზიციას რაიმე ხელშესახებ შედეგს არ მოუტანს.

თამთა ჩაჩანიძე
23.01.2024

დეკემბრის ბოლოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლებაში კორუფციული რისკების მატება დაასახელა. იანვრის მეორე ნახევარში კი ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა საგადასახადო დეკლარაციების შემოწმებას იწყებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა არაა. უნდა ველოდოთ თუ არა შემოწმების შემდეგ ახალ სკანდალსა და საკადრო ცვლილებებს?

ნაზი ბერიძე
23.01.2024

სამშაბათს ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარე ნეპოტიზმსა და „ქართული ოცნების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და მისი ლეგიტიმაციაც ეჭვქვეშ დააყენა. გარდა ამისა, შეხვედრისას თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს შრისაც იყო უთანხმოება და სხდომა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსათვის" წარმომადგენელმა დატოვა.

ელზა პაპოშვილი
23.01.2024

არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას პარტიის ფორმირების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვას? ენმ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ სააკაშვილი ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს და მას არც პარტიიდან წასული მელიასა და მისი ჯგუფის მიმართ გამოუხატავს ნეგატიური დამოკიდებულება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ამ ჯგუფს სჭირდება მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი ბრენდის სახით და ასევე სააკაშვილს შესაძლოა დასჭირდეს ეს გუნდი ენმ-ის შანტაჟისთვის.

ნაზი ბერიძე
23.01.2024

ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე ოპოზიციური ძალის თანამშრომლობის შესახებ დაიწყო საუბარი, რის საფუძელზეც არჩევნებისათვის, შესაძლოა, მათი ალიანსი შეიქმნას. საუბარია ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა" და ელენე ხოშტარიას „დროას" კონსულტაციებზე „ლელოსთან" და „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან, ასევე მომავალში ნიკა მელიას პარტიასთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთ ალიანსს, თუკი ის შეიქმნა, არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, თუმცა ხმებს ისინი ძირითადად ენმ-ს წაართმევენ.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2024

არჩევნებამდე ცხრა თვეა დარჩენილი, თუმცა ელექტორატის დაახლოებით ნახევარს კვლავ ვერ გადაუწყვეტია, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცეს ხმა. ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული მონახაზები თანდათან იკვეთება, თუ როგორ შიძლება წარსდგნენ არჩევნებში, აქტიურად ემზადება „ოცნებაც". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ჯერჯერობით ჰორიზონტზე ის ძალები არ აქტიურობენ, რომლებიც ამ ამომრჩეველს წაიყვანს, თუმცა, პერსპექტივა არის.

თამთა ჩაჩანიძე
22.01.2024

2023 წელს საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. ანალიტიკოსთან შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი უფრო ეკონომიკური საკითხებია და არაა გამორიცხული, რომ საცხოვრებლად უფრო ხელსაყრელი ადგილი იპოვეს, ან რუსეთში ისეთ საფრთხეს აღარ ხედავენ, როგორც უკრაინაში ომის დაწყების დროს იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს სტატისტიკისვე თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაკადი განსაკუთრებით 2022-23 წლებში იყო.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×